5 წელი იტალიაში ვიცხოვრე და ვისწავლე, როგორ გამოვიყურებოდე ახალგაზრდულად. გარდერობი შეცვალეთ

0
5641

40 წლის შემდეგ ხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არ მოხდა და უკვე აღარ მოხდება.ზოგჯერ სარკეში ჩახედვისას კრთებით, რადგან მასში დღითიდღე საყვარელი დედის სილუეტი მკაფიოდ ვლინდება. ეს ოპტიმიზმს არ გვანიჭებს. ალბათ, გსმენიათ, რომ ბედნიერებისთვის დავიბადეთ. სერიოზულად? რას იტყვით ამ ყველაფერზე და როდის ვიყოთ ბედნიერი, თუ ამ ყველაფერზე ბრძოლამ მთელი ძალა და სილამაზე წაგვართვა? ჩვენთან 50+ ქალების ცხოვრება ყოველთვის შფოთვით და შეზღუდვებით სავსეა. ქვეყნის და სიმდიდრის დონის მიუხედავად პრობლემები და უსიამოვნებები ყველას აქვს, თუმცა მოწიფული ასაკის იტალიელი ქალები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მიზეზი მხოლოდ პენსიის რაოდენობასა და ცხოვრების ხარისხში არაა. მაშინ რა არის მიზეზი?

მოწიფული იტალიელი ქალები – ბედნიერი ადამიანები სხვადასხვა კლასსა და ერში გვხვდება. ქალი ბედნიერია, როცა თავს ახალგაზრდულად და ლამაზად გრძნობს. აი, იტალიელი ქალები ავიღოთ. აქ მოწიფული ქალი მხნედ და თავდაჯერებულად გამოიყურება, თუნდაც 70 წლის იყო. საშუალოდ მათი სიცოცხლე 85 წლამდე გრძელდება. როგორ აკეთებენ ამას?

საშუალო სტატისტიკურ გერმანელს ან იტალიელს შეხედეთ. გეტყვით: თანდაყოლილი სილამაზით და ქალურობით ჩვენებს გვერდით ვერ დაუდგებიან. ვინ იცის, ასე რატომ მოხდა. ვემხრობი თეორიას, რომ ინკვიზიციის დროს ყველა ლამაზმა გოგონამ კოცონი ახლოს გაიცნო. ჩვენს ქალებზე ლამაზები არ არსებობენ. ეს უდავო ფაქტია. სამაგიეროდ, იმ ევროპელი ქალების შთამომავლები, რომლებიც გადარჩნენ, თავს შესანიშნავად გრძნობენ. როგორც მინიმუმ, ასე გამოიყურებიან. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცხოვრონ. მაგალითად, იტალიელი ქალები ექსპრესიულად იცვამენ. ზოგიერთს მასიური ბიჟუტერია და ლეოპარდის პრინტი ტანსაცმელზე მოსწონს. რომის ქუჩებში შეხვდებით ხანდაზმულ ქალებს ნეონის შუბლზე შეჭრილი თმით და ნახატებიანი შავი კოლგოტებით.

სხვა იტალიელებიც არიან, რომელთაც სტილის გრძნობა არ აქვთ. ელეგანტურობა გამოიხატება ქცევაში, პოზაში, ხმის ტონში, მოძრაობასა და სიარულში. ნაცნობი იტალიელი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როცა ხალხი შიმშილობდა, ბევრი იტალიელი ტანსაცმელსა და ქცევებში დახვეწილობას არ კარგავდა. ეს მათ გენში ჩადებული არსებობის მეთოდია.

როგორ შევცვალოთ ცხოვრებისეული განწყობა და თავი ვიგრძნოთ ახალგაზრდულად? Paparazzi–ს რჩევები ყურადღებით წაიკითხეთ, რომ გაიგოთ, როგორ გახდეთ ბედნიერი შუახნის ასაკში ტანსაცმლის დახმარებით. მაგალითი იტალიელი ქალებისგან აღებულია.

რჩევები:

  1. პრიორიტეტები სწორად დასახეთ. საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ. საკუთარი თავის პატივისცემა ტანსაცმლის ხარისხიან მასალებში და ბრენდზე რაიმე მინიშნებების არარსებობაში გამოიხატება.
  2. ფერადი აქსესუარები თამამად გამოიყენეთ, თუ ძირითადი ტანსაცმელი მშვიდ ფერებშია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჰარმონია და დახვეწილი სიმარტივე შეინარჩუნოთ.
  3. სიცივეში ნაქსოვი ქუდების ნაცვლად არისტოკრატული ქუდები ან შარფები ატარეთ.
  4. მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად ყავაზე წადით. ასე ყოველდღიურ აურზაურს თავს დააღწევთ, საკუთარ თავს და ფიქრებს მოაწესრიგებთ. იტალიელ ქალებს ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ეკლესიის მონახულება შესანიშნავი ალტერნატივაა. საკვირაო წირვაზე გამოწყობის ტრადიცია ჩვენთანაც არის.
  5. ერთხელ და სამუდამოდ იაფი პლასტმასის პარკი ნაქსოვი ეკოლოგიური ჩანთით ან შოპერით ჩაანაცვლეთ. ეს წვრილმანიც თქვენს შეგრძნებებს საუკეთესოდ შეცვლის.

რაც მთავარია, იტალიელი ქალები თავად ცხოვრებას ზეიმობენ. მათი ყოველდღიური აუცილებლობა მოშვება და ცხოვრებით ტკბობაა.