დედა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. დედის სიტყვები დიდ ძალას ფლობს და შვილის ცხოვრებასა და ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ტყუილად არ ითვლება, რომ დედის ლოცვა ნებისმიერ ამულეტზე ძლიერია. გიამბობთ, როგორ დალოცოთ შვილები მნიშვნელოვანი საქმის წინ. ამ ძლიერი სიტყვების წარმოთქმით ბავშვს დაიცავთ. Paparazzi გიამბობთ, რა ძალას ფლობს დედის დალოცვა და რომელი სიტყვები უნდა წარმოთქვათ.
როგორ დავლოცოთ შვილები – ბავშვი ამქვეყნად დედის გაგრძელებაა. მთელი ცხოვრება დედა და შვილი უხილავი ძაფებით დაკავშირებულნი არიან. ამ კავშირის წყალობით დედას შეუძლია შვილის ბედზე გავლენა მოახდინოს და უფალს მათი მფარველობა შესთხოვოს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი თავად ბავშვზეა დამოკიდებული, მაგრამ დედის ლოცვით ცხოვრებაში წინ მარტივად წაიწევს. შვილები მნიშვნელოვანი მოვლენის წინ შეგიძლიათ დალოცოთ. მაგალითად, სწავლის დაწყების წინ. მალე სასწავლო წელიც დაიწყება. შეგიძლიათ ილოცოთ, რომ შვილს ყველაფერი ადვილად გამოუვიდეს. რა თქმა უნდა, შვილი ოჯახური ცხოვრების დაწყების წინ, ბინის შეძენამდე ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლამდე უნდა დალოცოთ. დედის სიტყვებით ბავშვი ყველაფერს ადვილად მიაღწევს.
რა სიტყვებით შეიძლება ბავშვების დალოცვა? ძლიერი ლოცვის ტექსტს გიზიარებთ. შვილს წაუკითხეთ, შემდეგ თქვენი სურვილები უთხარით. შესაძლებლობის მიხედვით, მისი მომავალი ქმედება თქვენი სიტყვებით არ შეზღუდოთ. უბრალოდ უფალს მფარველობა და დაცვა შესთხოვეთ. ლოცვა დილას და საღამოს ზედიზედ 7 დღე წაიკითხეთ.
დედის ლოცვა
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.
ახლა იცით, როგორ დალოცოთ შვილები. ამ სიტყვებში შვილის მიმართ მთელი სიყვარული ჩადეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი, რაც დედას უკავშირდება, შვილების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, შვილებს არ უყვიროთ და მათზე ცუდი არ ილაპარაკოთ. გახსოვდეთ, რა ძალა აქვს თქვენს სიტყვას და ყოველთვის ბრძნულად შეარჩიეთ.