ეკატერინამ მომავალი ქმარი 22 წლის ასაკში გაიცნო, ის კი 27 წლის იყო.გოგონა სილამაზის სალონში მანიკურის სპეციალისტად მუშაობდა, პეტრე კი მის ქმარს ერქვა. ის საკმაოდ მდიდარი ახალგაზრდა იყო, მართავდა საკუთარ რესტორანს და ეკავა ღირსეული პოზიცია საზოგადოებაში.მამაკაცი საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანი გახლდათ და არ მოსწონდა, რომ მისი ცოლი რომ მომსახურე პერსონალი იყო. მას რცხვენოდა საზოგადოებაში ცოლთან ერთად გამოჩენის და იშვიათად დაჰყავდა წვეულებებსა და მეგობრებთან შეხვედრებზე.
იშვიათ შემთხვევებში, როცა პეტრეს ცოლი თან მიჰყავდა, სახლში დაბრუნების შემდეგ ყოველთვის სკანდალით სრულდებოდა. მამაკაცს ყველაფერი აღიზიანებდა ქალში. მის თვალში ქეთი ყოველთვის არასწორად საუბრობდა და ცუდად ეცვა, მეგობრების ან საქმიანი პარტნიორების ცოლებისგან განსხვავებით.გოგონა კი კმაყოფილი იყო თავისი საქმით და ქმარი ძალიან უყვარდა, ამიტომ ყველაფერს პატიობდა.წყვილი დიდი ხანია ოცნებობდა შვილზე, როდესაც გოგონა დაფეხმძიმდა, პეტრემ ორსულობის მშვიდად გატარების მიზეზით ცოლი სახლში დასვა.მაგრამ ქეთი დიდხანს ვერ გაჩერდა უსაქმოდ და ქმრისგან მალულად, სამსახურში წავიდა. ამის გამო პეტრემ საშინელი სკანდალი მოაწყო და ცოლი ორსულობის ბოლომდე შინაპატიმრობაში ამყოფა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ცხრა თვე გავიდა და გაჩნდა ბავშვი, მაგრამ გოგონა. პეტრე ძალიან გაბრაზებული იყო, მას ვაჟი სურდა.სამშობიაროდან ქალიშვილთან ერთად დაბრუნებულმა ქეთიმ შენიშნა, რომ ქმარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იყო მის მიმართ. ის გამუდმებით დადიოდა სადღაც, მხოლოდ იმისთვის, რომ სახლში არ ყოფილიყო. გვიან მოდიოდა და ცოლს თითქმის ყოველ ჯერზე ეჩხუბებოდა. ქალიშვილის ხელში აყვანაც არ უნდოდა და ბავშვის ტირილიც აღიზიანებდა.
ერთხელ კი გვიან ღამით დაბრუნებულმა ქმარმა უთხრა, რომ განქორწინებას ითხოვდა. ქეთი ტიროდა და ცდილობდა გაეგო რა მოხდა. მაგრამ კაცმა უხეშად თქვა, რომ ის უბრალოდ ვეღარ იცხოვრებდა ასეთ მდაბიოსთან ერთ ჭერქვეშ.პეტრემ კარი გაიჯახუნა და წავიდა და ქეთიმ იგრძნო, რომ მთელი სასიცოცხლო ძალები გამოეცალა.ისინი მალევე დაშორდნენ და ერთი თვის შემდეგ, პეტრემ ცოლად შეირთო სხვა გოგონა, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, კარგად ჩაცმა იცოდა და რაც მთავარია მოდურად და ქეთისნაირი უბრალო არ იყო.
ქეთიმ ვერ შეძლო გამკლავებოდა პრობლემებს და რატომღაც ჩათვალა, რომ სწორედ ქალიშვილი იყო დამნაშავე მათ დაშორებაში, ამიტომ გადაწყვიტა, ჩაელაგებინა ნივთები და შვილი ქმრის სახლთან დატოვა. თავად კი ახალი ცხოვრებისა და ბედნიერების საძიებლად წავიდა.პეტრეს და მის ახალგაზრდა ცოლსაც არ სჭირდებოდათ ეს ბავშვი და გოგონა ბებიამ წაიყვანა აღსაზრდელად…