მულმა ჩვენგან დიდი თანხა ისესხა და ვალს ვეღარ აბრუნებს, რატომ უნდა დაზარალდეს ამის გამო ჩემი ოჯახი?

705

არასდროს მიყვარდა ფულის სესხება ვინმესთვის, განსაკუთრებით ნათესავებისთვის.მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემმა ქმარმა ასესხა თავისი დას ძალიან დიდი თანხა და ის ვეღარ აბრუნებს. მე მინდა უჩივლო მას, რადგან მაქვს ხელწერილი, მაგრამ ჩემი დედამთილი მთხოვს, რომ ეს არ გავაკეთო. და ვალს პენსიიდან ნელ-ნელა დაფარავს. პენსიით კი ამხელა თანხის გადახდა წარმოუდგენელია.

რა უნდა ვქნა? ეს თანხა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფულს წლების განმავლობაში ვაგროვებდით და ახლა რა გამოდის: უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ ჩემი ქმრის დას? რატომ უნდა ვიყოთ ასეთი გულუხვი და კეთილი? ჩვენ თვითონ არ ვართ მილიონერები. მე და ჩემი მეუღლე დილიდან საღამომდე ვმუშაობთ საკუთარი თავისა და შვილების უზრუნველსაყოფად.

ჩემი მეუღლის და 42 წლისაა. მშობლებმა მას ძალიან კარგი განათლება მისცეს, ფულს არ იშურებდნენ საყვარელი ქალიშვილისთვის. შედეგად მან დაამთავრა უცხო ენების ფაკულტეტი, ძალიან კარგად იცოდა სამი და საშუალო დონეზე სხვა სამი ენა. მისი მშობლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ქალიშვილს ნათელი მომავალი ჰქონდა.

მაგრამ ლია სულ სხვაგვარად მოიქცა. როდესაც ის მეხუთე კურსზე იყო, შეუყვარდა ბიჭი შორეული პატარა სოფლიდან, დაქორწინდა და წავიდა მასთან საცხოვრებლად.დღემდე იქ ცხოვრობენ. ამ წლების განმავლობაში ლიას და მის მეუღლეს ხუთი შვილი შეეძინათ. რითი უნდა არჩინონ ოჯახი ჩვენს დროში?

სოფელში ნორმალური სამუშაო არ არის. სცადეს გოჭების გამრავლება – მაგრამ სრულიად წამგებიანი აღმოჩნდა. მოაშენეს ბროილერები, მაგრამ რატომღაც ყველანი დაიღუპა. რამდენიმე ძროხა ჰყავდათ და ეგ იყო.ლია სკოლაში მუშაობს, ხოლო მისი ქმარი სხვადასხვა სამუშაოებზე. ბავშვებს ხომ სჭირდებათ ყველაფრით უზრუნველყოფა და კვება.ჩემი დედამთილი მუდმივად ეხმარებოდა, როცა მუშაობდა. ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სასკოლო ნივთებს ყიდულობდა. ყველაფერი ისეთი გაძვირებულია, რთულია ხუთი ბავშვის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ნივთით.

ლიას უფროსი ვაჟი წელს სკოლას ამთავრებს. არსად არ აპირებენ მის დახმარებას სწავლა გააგრძელოს, ბიჭი უბრალოდ აპირებს ჯარში იმსახუროს…ერთი წლის წინ ლიას ქმარმა გადაწყვიტა ტრაქტორი ეყიდა და მიწების დახვნაზე ემუშავა. მან ჩათვალა, რომ ეს ძალიან მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ძველი ტრაქტორის საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ასეთი ფული ჩვენ გვქონდა.ლიამ დაურეკა ჩემს ქმარს, დედამთილს და ფულის სესხება ითხოვა. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი: მივხვდი, რომ ისევ ვერ მოაბამდნენ საქმეს თავს და თანხას ვერასდროს დააბრუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი ქმარი დანებდა და დას ფული მისცა, ოღონდ ხელწერილის პირობით

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ უბედურება მოხდა: ტრაქტორი დაიწვა. ახლა და ჩემი ქმრის ზარებს არ პასუხობს, რადგან ვალის დასაფარად არაფერი აქვს.ამ ფულის გამო ქმართან ბევრჯერ ვიჩხუბე. ცოტა ხნის წინ დედამთილთანაც ვიკამათე. ის მთხოვს, რომ ქალიშვილს არ ვუჩივლო, მეუბნება, რომ ვალს გადაიხდის პენსიიდან. მაგრამ მისი პენსია ძალიან მცირეა. დედამთილმა 200 წელი უნდა იცოცხლოს, რომ ეს დავალიანება დაგვიფაროს.არ მინდა ამხელა თანხა მივცე ჩემი ქმრის დას. სად ვიშოვო მერე შვილების სწავლის ფული? ჩვენ ხომ ოლიგარქები არ ვართ. არ ვიცი რა ვქნა. მაინც ვუჩივლო ქმრის დას? დაე, ვალი გადაიხადოს მასწავლებლის ხელფასიდან.

ყველაფერი მესმის, მაგრამ ჩვენც არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ასეთი სამეფო საჩუქრები გავუკეთოთ ერთმანეთს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს