9 თვის ბავშვი კვდებოდა. ძიძა მისი გულისთვის დაწვა საოპერაციო მაგიდაზე…

4808

კრისტენ მაილსი, ამერიკელი სტუდენტი, ეძებდა დროებით სამსახურს. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში ამ სურვილის რეალიზებისთვის უამრავი შესაძლებლობა გვაქვს. მიმტანობა კაფეში, მოლარეობა სუპერმარკეტებში, ძიძობა, ქოლ-ცენტრის ოპერატორობა – აი, სტუდენტებისთვის პოპულარული სამსახურების ჩამონათვალი. მისი ოჯახის ნაცნობებმა ურჩიეს ერთი ოჯახი, რომელსაც პატარა გოგონასთვის ძიძა სჭირდებოდა.

თალია, ჯორჯ და ფარა როსკოების ქალიშვილი, იშვიათი დაავადებით დაიბადა. მისი კანი მოყვითალო იყო, ხოლო თვალის სკლერა – მონაცრისფრო. საქმე ისაა, რომ თალიას დაბადებიან სანაღვლე სადინრების ათრეზია დაჰყვა.

ექიმების პროგნოზი დამაიმედებელი არ ყოფილა. თალიას სიცოცხლის გადასარჩენად ღვიძლის გადანერგვა იყო საჭირო. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ ახალ ორგანოს გარდაცვლილი დონორისგან მიიღებდა.

ამის შესახებ გოგონას ძიძამაც გაიგო. როცა კრისტენმა თალია გაიცნო, პატარა სულ 9 თვის იყო. მოკლე დროში, მას ისე შეუყვარდა პატარა, რომ მისი დონორობა გადაწყვიტა.

ისინი ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ერთად, კრისტენი თალიას უკვე საკუთარ შვილად აღიქვამდა. გოგონა ამბობდა, რომ ბავშვი ძალიან ეცოდებოდა, ის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და არ შეეძლო ეთქვა, თუ რა აწუხებდა, ვერც დახმარებას ითხოვდა.

როცა კრისტენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯორჯსა და ფარას ამცნო, ისინი გაოგნდნენ. ძიძას მაშინვე ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა ამაზე თავის მშობლებს. როგორც ჩანს, კრისტენს მოესწრო დედასთან საუბარი, მან კი ქალიშვილის პოზიცია გაიზიარა.

კრისტენმა ჩააბარა საჭირო ანალიზები, რომლებმაც აჩვენა, რომ თალიასთვის დონორად გამოდგებოდა. 6 თვის შემდეგ, მას ოპერაცია გაუკეთეს, ღვიძლის ნაწილი კი გოგონას გადაუნერგეს. ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

თალიას მშობლები კრისტენს დაუღალავად უხდიდნენ მადლობას – მან ხომ მათი ქალიშვილი გადაარჩინა. ახლა პატარა იზრდება და ვითარდება თავისი თანატოლების ტემპებით. იგი მხნე, ენერგიული და მხიარულია.

როცა ეს ისტორია ქსელში გამოჩნდა, კრისტენს სოციალურ ქსელში შეუჩერებლად მისდიოდა სამადლობელი წერილები. ექიმებსაც კი გაუკვირდათ გოგონას მსგავსი საქციელი.

იმედია, ეს სიკეთე კრისტენს ასმაგად დაუბრუნდება. თალიას კი ჯანმრთელობა და ლაღი ბავშვობა ვუსურვოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს