ქალი ფიქრობდა, რომ თირკმლებში კენჭები ჰქონდა. საავადმყოფოში მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს

51

21 დეკემბერს, ელი ოპფერი დილიდანვე თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა. ახალგაზრდა, აქტიური სპორტსმენი თავისი საქმეებისკენ, სკოლის და უნივერსიტეტის მხარდამჭერთა გუნდების სავარჯიშოდ გაეშურა.

გაღვიძებიდან რამდენიმე საათში ელიმ მუცელში რაღაც უცნაური სპაზმები იგრძნო.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება სეზონურ ცუდად ყოფნას მიაწერა, მუცლის ქვეშ მსუბუქი სისხლდენაც სწორედ ამას უთითებდა. ოპფერს ეჭვიც კი არ ეპარებოდა, თუ საშობაოდ როგორი სიურპრიზი ელოდა!

21 დეკემბერს მსუბუქი ტკივილები ჰქონდა და ელიმ ეს უბრალოდ უგულებელყო. მეორე დღეს ტკივილი გაძლიერდა. თავიდან ქალის დედა ფიქრობდა, რომ მისი ქალიშვილი ავად იყო.

ძალიან მალე სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უბედური ტკივილებისგან ყვიროდა და ვერ ხვდებოდა, თუ რა სჭირდა! დედა ფიქრობდა, რომ მის ქალიშვილს თირკმლების ჭვალი ჰქონდა, თავად უბედურს კი ცივი ოფლი ასხამდა და სიმსივნეზე ფიქრობდა.

ექიმებმა პაციენტი სასწრაფოდ გამოიკვლიეს. საშინელი ეჭვები სწრაფად უარყვეს. ექოსკოპიის შემდეგ ყველაფერი ცხადი იყო: ელი ორსულად იყო.

ფერმკრთალი სტუდენტი ვერ იჯერებდა, რომ მალე იმშობიარებდა. სინამდვილეში, ზემოთ მოცემულ სურათზე ოპფერი ორსულობის 42-ე კვირაზე არის აღბეჭდილი. არავის, მათ შორის თავად მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მალე იმშობიარებდა!

თავად ელის მშობიარობა უკვე აღარ შეეძლო. საშინელი ტკივილების გაყუჩებას უბედური ქალი ტკივილგამაყუჩებლებით ცდილობდა, რამაც ქალი კინაღამ საფლავამდე მიიყვანა.

ქალს და მის მშობლებს აუხსნეს: პატარა საკეისრო კვეთით გაჩნდება, მანამდე კი ოპფერს ზურგის ანესთეზიას გაუკეთებდნენ. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ძალიან მალე სამშობიარო განყოფილებაში პატარა ოლივერის პირველი ყვირილი გაისმა.

ჯანმრთელი, ვარდისფერ ლოყებიანი პატარა პირველი ბიჭი გახდა, რომელიც 43 წლის განმავლობაში ოპფერების ოჯახში გამოჩნდა. სანამ რთული ოპერაციის შემდეგ ელი ისვენებდა, დედ-მამამ ყველა ნათესავს და მეგობარს დაურეკეს.

ძალიან მალე ახალგაზრდა დედასთან უამრავი ადამიანი გამოჩნდა, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ სტუდენტი გოგო დედა გახდა. თავად ოპფერი მტკიცედ ამბობდა: „ოლივერი ჩემი საუკეთესო საშობაო საჩუქარია!“

დღესასწაულებზე ოჯახი საავადმყოფში დარჩა, რადგან ელი ძალიან სუსტად იყო. ნათესავებმა არ უმტყუნეს და ახალგაზრდა დედას პალატაში უამრავი საჩუქარი და დელიკატესი მოუტანეს.

რა თქმა უნდა, ოპფერებმა საავადმყოფოს ექიმები და ექთნებიც არ დაივიწყეს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ შობის ღამე აქ გაეტარებინათ. იმ დღეს მთელი საავადმყოფო უჩვეულო პატარას გაჩენას ზეიმობდა.

ოლივერი უკვე 1 წლისაა. მხიარული და მომღიმარი პატარა ყოველდღე იზრდება. ელიმ ვერ გაარკვია, თუ მისი ორსულობა ასეთი უცნაური რატომ იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს