პოპულარული დელიკატესი პირდაპირ სულთნის ჰარამხანიდან: ბადრიჯანს მხოლოდ ასე ვამზადებ

0
348

ბადრიჯნის სპრედი ჩემი ბოლო კულინარიული აღმოჩენაა. ვაღიარებ, ბადრიჯნის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი. იშვიათად ვამზადებდი, ისიც მხოლოდ ბოსტნეულის რაგუში. ერთხელ საოცარი წასახემსებელი გავსინჯე და ბადრიჯანი სამუდამოდ შემიყვარდა. სკეპტიკოსებისა და ნამდვილი მოყვარულებისთვის დეტალური რეცეპტი მოვამზადეთ.

სადღესასწაულო წასახემსებლის შესანიშნავი იდეაა. ტარტალეტებში შეგიძლიათ ჩადოთ ან სხვა ბოსტნეულთან ერთად სუფრაზე გაიტანოთ. ამ კერძს ისე უბრალოდ ვამზადებ. არომატულ ბადრიჯნის პაშტეტს პომიდორთან და კიტრთან ერთად ვჭამ. თითებს ჩაიკვნეტთ! რაც მთავარია, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. ყველაზე დიდი დრო ბადრიჯნის და ნივრის გამოცხობაზე იხარჯება. სხვა დანარჩენი წვრილმანია!

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 50 გ თხილი
  • 1 თავი ნიორი
  • 0,5 ჩ/კ ხმელი სუნელი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 0,5 კონა კამა
  • ლიმონის წვენი გემოვნებით
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და დანით დასერეთ. რეცეპტში 2 საშუალო ზომის ბადრიჯანია, მაგრამ 3 პატარა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნიორი შუაზე გაჭერით, არ გაწმინდოთ. ბადრიჯანი ფოლგაში გაახვიეთ და ნიორთან ერთად საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 200 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ.
  2. გამომცხვარ ბადრიჯანს კანი ფრთხილად მოაშორეთ. ოდნავ გააგრილეთ, რომ თითები არ დაიწვათ. ბადრიჯანი თასში მოათავსეთ. გამომცხვარი ნიორი დაუმატეთ.
  3. კაკალი ყავის საფქვავით დააქუცმაცეთ. თუ არ გაქვთ, დანით დააქუცმაცეთ. თუ ამას ვერ გააკეთებთ, არ იდარდოთ. უბრალოდ სპრედში კაკლის მსხვილი ნაჭრები მოხვდება. ვის როგორ უყვარს!
  4. ბადრიჯანი და ნიორი ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ. მწვანილი დააქუცმაცეთ და კაკალთან ერთად სპრედს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  5. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, ხმელი სუნელი დაუმატეთ. თუ ეს სანელებელი არ გაქვთ, ცოტა ქინძი და მუსკატის კაკალი დაუმატეთ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი მოასხით. კიდევ ერთხელ აურიეთ და წასახემსებელი სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

ბადრიჯნის სპრედი – ამ პურზე წასასმელს ნებისმიერი მწვანილი შეგიძლიათ დაუმატოთ. გემოებსა და ტექსტურებში ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. მაგალითად, ბადრიჯანს ქინძი იდეალურად უხდება. თხილის ნაცვლად მიწისთხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან გემრიელი გამოვა. ამ მხრივ არ შეიზღუდოთ. რაც უფრო მეტ კომბინაციას აღმოაჩენთ, მით უფრო მრავალფეროვან რაციონს მიიღებთ!