ქალიშვილი დედის ცხედარს 30 წლის განმავლობაში, თავის ბინაში ინახავდა…

415

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინულ ქალაქ ნიკოლაევის პოლიციაში უჩვეულო ზარი დაფიქსირდა. ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებლები მოხუცი მეზობლის ბინიდან გამოსულ ხმებს უჩიოდნენ. ადგილზე მისვლისას, სამართალდამცავებმა კარი შეამტვრიეს და სახლში შეიჭრნენ.

იქ გადაშლილმა სურათმა მრავლისმნახველი მამაკაცებიც კი შოკში ჩააგდო. პოლიციელებს წარმოუდგენელი სიბინძურე, საშინელი სუნი და ყველგან მიყრილი ნაგავი დახვდათ. ყველაფერთან ერთად, იატაკზე იწვა ბინის მეპატრონე, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. თუმცა, ყველაზე დიდი საშინელება გვერდითა ოთახში იხილეს…

ძველ საწოლზე, რამდენიმე იაფფასიანი ხატის გარემოცვაში, მოხუცი ქალის მუმია ესვენა. მოგვიანებით გაირკვა: პოლიციელების წინაშე იყო ბინის მეპატრონის დიდი ხნის წინ გარდაცვლილი დედა. როგორც დადგინდა, გვამი იქ არანაკლებ 30 წელი ინახებოდა.

ნეშთის დათვალიერებისას, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქალი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიციელებმა ცალკე აღნიშნეს: გვამი იმ ოთახში ესვენა, რომელიც, სხვა დანარჩენებთან შედარებით, მოწესრიგებული იყო. სხეულთან ახლოს იდო ქლორიანი წყლით სავსე ვარცლი. როგორც ჩანს, 77 წლის ქალიშვილი რეგულარულად რეცხავდა დედის გვამს.

მეზობლების თქმით, მოხუცს უკიდურესად ჩაკეტილი ცხოვრების წესი ჰქონდა. კარს არავის უღებდა. მეზობლებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ბებია სადღაც ტაძარში მსახურობდა, ფეხების პრობლემა ჰქონდა და მწოლიარე დედას უვლიდა.

დროდადრო მეზობლები ცდილობდნენ მოხუცისთვის საკვების მიწოდებას – კართან საკვებს ტოვებდნენ. მოხუცს მუდმივად მიჰქონდა სახლისკენ დიდი პაკეტები, მეზობლები კი ეხმარებოდნენ მიტანაში და არც კი ეჭვობდნენ, რომ ამ პაკეტებში ნაგავსაყრელიდან მოტანილი ნაგავი ეყარა.

ბოლო დროს, კომუნალური გადასახადებით დაგროვებული ვალების გამო, ქალს ყოველგვარი მომსახურება შეუზღუდეს. გაყინულ ბინაში უბედურს ფეხები გაუშეშდა, მოგვიანებით მისულ პოლიციელებს კი მისი საგანგებო ჰოსპიტალიზება მოუხდათ.

თვითონ მოხუცი, რა თქმა უნდა, ვერ ხსნის, თუ რატომ ინახავდა დედის გვამს სახლში. სხვათა შორის, უკვე ჭორები დადის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მოხუცი გარდაცვლილის პენსიას იღებდა.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს