სექტემბრის მეორე ნახევრის ასტროლოგიური პროგნოზი თამარა გლობისგან: რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

5736

სეზონის შეცვლა შესანიშნავი პერიოდია ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ამაში სიამოვნებით დაგეხმარებით! თამარა გლობამ სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი უკვე მოამზადა. ვნახოთ, რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ამ თვეში.

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – სექტემბერი ქალწულის თვეა და პერიოდი, როცა რაციონალური აზროვნება ემოციურს აჭარბებს. 2022 წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მომდევნო 7 თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი ცხოვრებაში თავის დამკვიდრებას ეცდება. ახალგაზრდებისთვის შემოდგომის პირველი თვე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

  • ვერძმა დრო კოლეგებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად უნდა გაატაროს. იმ ადამიანების დახმარებით, რომლებსაც ენდობით, დიდ სიმაღლეს მიაღწევთ. თვე მოგზაურობით და მივლინებებით იქნება სავსე. გლობა გირჩევთ, რომ ეს პერიოდი ინტელექტუალურ და პრაქტიკულ საქმიანობას დაუთმოთ. ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა შემოსავალს და სამსახურს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. სექტემბერში ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომ მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
  • სიყვარული და სამსახური ცხოვრების ის სფეროებია, რომლის გარშემო კუროს ცხოვრება სექტემბერში იტრიალებს. მეტის გამომუშავებას ეცდებით, რომ რაღაც მომგებიანში ჩადოთ ან რემონტი გააკეთოთ. ახლობლები და მეგობრები ნებისმიერ საქმეში მხარს დაგიჭერენ. დიდ ყურადღებას და საჩუქრებს ელოდეთ. თვის ბოლო კარგი პერიოდია, რომ ბავშვის გაჩენაზე დაფიქრდეთ. თუ სექტემბრის ბოლოს ბავშვის გაჩენას ელოდებით, ძალიან გაგიმართლათ. სწრაფად და მარტივად იმშობიარებთ.
  • ამ თვეში ტყუპების ცხოვრებაში აქტიური პერიოდი იწყება. სამსახურს, ოჯახს და შვილებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. თვის მეორე ნახევრიდან საცხოვრებლის მოწყობა შეგიძლიათ დაიწყოთ. თუ რემონტზე ან ავეჯის გადაადგილებაზე ოცნებობთ, დროა დაიწყოთ.
  • კირჩხიბს მომგებიანი სექტემბერი ელის. ბევრი საქმე გექნებათ. ეს გაითვალისწინეთ და იმაზე მეტი დავალება არ აიღოთ, ვიდრე გამკლავებას შეძლებთ. ბევრი ახალი ნაცნობისა და პროექტისთვის მოემზადეთ. ზოგიერთი მათგანი თვის ბოლოს შეიძლება დასრულდეს. სამაგიეროდ, დანარჩენი წარმატებული იქნება.
  • ლომი ამ თვეში ისეთი აქტიური იქნება, როგორც არასდროს. შემოდგომის პირველი თვე საუკეთესოა, რომ ახალი პროექტი დაიწყოთ და პროფესიონალური უნარები განავითაროთ. სასიამოვნო ნაცნობობა და მოგზაურობა გელით. ახლობლების წრეში მეტი დრო გაატარეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი ყოველთვის მხარს დაგიჭერენ და თქვენ გვერდით იქნებიან, თუ დახმარება დაგჭირდებათ.
  • ქალწული მთელი სექტემბერი მატერიალური საკითხების მოგვარებას დაუთმობს. მოგიწევთ დაგეგმოთ, სად დახარჯავთ ფულს და როგორ დაზოგოთ უკეთ. ცივი გონება შეინარჩუნეთ, რომ სისულელეები არ დაუშვათ. ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება მომდევნო 6 თვე. ავანტიურაზე არ წამოეგოთ და ახალ ნაცნობებს უფრთხილდით. ზოგიერთი მათგანი ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთისგან თავი შორს დაიჭირეთ. ქალწული მთელი თვე ყურადღების ცენტრში იქნება.
  • სექტემბერში სასწორის გარშემო დაპირისპირება დაიწყება. ვიღაც ავტორიტეტის შელახვას და თქვენი ადგილის დაკავებას ეცდება. ოჯახში კამათია მოსალოდნელი. შუა სექტემბერი ურთულესი პერიოდია, მაგრამ ახლობლები დაგეხმარებიან. გზაზე ყურადღებით იყავით, მოტყუების და დაკარგვის საფრთხე არსებობს. სექტემბერში პირად ცხოვრებაში, სიყვარულში, მოგზაურობაში, ნაცნობობასა და ახალ პერსპექტივებში აქტიურობის პერიოდი გაიხსნება.
  • მორიელი ამ თვეში მოვლენების სწრაფ ცვლილებებთან მორგებას ისწავლის. სექტემბერში არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების, არამედ ახლობლების ცხოვრების შეცვლას დაიწყებთ. არ იჩქაროთ, ჯერ იფიქრეთ, სანამ სერიოზულად იმოქმედებთ. ამ ცეცხლოვან ნიშანს დახმარების თხოვნის არ უნდა ეშინოდეს. ახლობლები ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და კარგ რჩევებს მოგცემენ. თამარა გლობა ამბობს, რომ მორიელს ამ თვეში ოჯახში მატება ელის: სანუკვარი 2 ზოლი ტესტზე ან შინაური ცხოველის შეძენა.
  • სექტემბერი მშვილდოსნითვის ადვილი არ იქნება. ამ პერიოდში შორეული გეგმები უნდა დასახოთ. საყვარელ ადამიანებთან და გარე სამყაროსთან კამათი და უთანხმოებაა მოსალოდნელი. მოგზაურობაში თავგადასავლებს ელოდეთ. მთელი ცხოვრების სიყვარულს მალე შეხვდებით.
  • კარიერული წინსვლა და მივლინება – აი, რა ელის თხის რქას სექტემბერში. გლობა გაფრთხილებთ, რომ ეს აბსოლუტურად ახალი პერიოდის დასაწყისია, რომელიც მინიმუმ ნახევარი წელი გაგრძელდება. თვის ბოლო ძალიან მომგებიანი აღმოჩნდება. გამოჩნდება ხალხი, რომლებიც თქვენს მოტყუებას ეცდებიან. ფხიზლად იყავით.
  • მერწყულისთვის ეს თვე სწავლის დასაწყებად შესანიშნავი დროა. სამუშაო უნარები და შესაძლებლობები განავითარეთ. ოჯახი არ დაგავიწყდეთ. ამ თვეში კონტაქტები ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. გარდა ამისა, ეს თვე აქტიური სოციალური და სპორტული აქტივობებისთვის შესაფერისია.
  • თევზებს სექტემბერში საცხოვრებლის საკითხის მოგვარება მოუწევს. მოსალოდნელია ახალ ბინაში გადასვლა ან ძველი სახლის გარემონტება. ამ თვეში ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. თევზებმა ოჯახზე, ახლობლებსა და მეგობრებზე უნდა იზრუნოს. ყველას დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს