ქლიავს კურკის ნაცვლად ნახევარ კაკალს ვუმატებ და ბულგარულ მშრალ მურაბას ვამზადებ

0
377

ქლიავის სეზონი გახურებულია, ანუ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. Paparazzi გთავაზობთ ბულგარულ მშრალ მურაბას ქლიავით და კაკლით. იმდენად გემრიელია, რომ ისევ და ისევ მომზადებას ისურვებთ. უჩვეულო დესერტის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ. მარტივი რეცეპტია, ჩაიწერეთ.

ინგრედიენტები:

  • ქლიავი
  • ნიგოზი
  • ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:

  1. ინგრედიენტების რაოდენობა მითითებული არაა, რადგან პროპორციები საჭირო არაა. იმდენი მოამზადეთ, რამდენიც გსურთ. როგორც წესი, ისე ვამზადებ, რომ ყველა ნაყოფი ერთ ფორმაზე დაეტიოს. პირველ რიგში, ქლიავი შეარჩიეთ. უნგრული საუკეთესოა: საშუალო ზომის და მოგრძო.
  2. ქლიავი გარეცხეთ. კურკამდე ჩაჭერით. კურკა ფრთხილად ამოიღეთ, რომ ქლიავი ბოლომდე არ გახლიჩოთ. ნიგოზი გაწმინდეთ და შუაზე გაყავით.
  3. თითოეულ ქლიავში ნახევარი კაკალი შუაში ჩადეთ. მეოთხედიც საკმარისია. ქლიავის ზომის მიხედვით იმოქმედეთ.
  4. ქლიავი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. თითოეულს ყავისფერი შაქარი მოაყარეთ. დარიჩინი შეგიძლიათ აურიოთ, მაგრამ გემო შეიცვლება, რადგან დარიჩინი კაკლის გემოს ძლიერ ახშობს. თითოეული ქლიავისთვის 0,5 ჩ/კ შაქარი საკმარისია. უფრო ნაკლებიც შეიძლება, თქვენი გემოვნებით განსაზღვრეთ.
  5. ქლიავი 170 გრადუსზე ხილის დარბილებამდე აცხვეთ. მაშინვე არ შეჭამოთ, ოდნავ გაგრილება აცადეთ. ქლიავის მურაბა კაკლით მზადაა. მიირთვით და გემოთი ისიამოვნეთ.

რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით მურაბა არაა, უფრო ნამზადი ზამთრისთვის. თუმცა უკეთესი გემო აქვს. თუ არომატულ ყავას მოხარშავთ, რამდენიმე ქლიავს და ნაყინის ბურთულას აიღებთ, შესანიშნავი დესერტი გამოვა. საუკეთესოა, რაც შემოდგომაზე შეიძლება მოიფიქროთ. მაშინვე სითბოს და მყუდროებას იგრძნობთ. სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე ქლიავი ზამთრისთვის შეგიძლიათ გაყინოთ.