მე მქვია მარგარიტა, ვარ 57 წლის. მყავს შვილი, რომელიც ცოლს გაშორდა. მათ ჰყავთ ქალიშვილი, მაგრამ ჩემს შვილს არ სურს თავის ქალიშვილთან ურთიერთობა. მე მიყვარს ჩემი შვილიშვილი.მე ახლახანს ვესტუმრე მათ, რათა ელენე წამომეყვანა და პარკში სასეირნოდ წავსულიყავით. რძალმა ბავშვი ზამთრის ფეხსაცმლით გამოუშვა.
- ქეთი, გარეთ 18 გრადუსია. სხვა ფეხსაცმელი ჩააცვი ბავშვს!
მან კი მიპასუხა:
- ელენეს სხვა ფეხსაცმელი არ აქვს. დაუპატარავდა რაც ჰქონდა და მე ჯერ ვერ ვუყიდი ახალს, ფული არ მაქვს.
- როგორ თუ ფული არ გაქვს? ყოფილმა ქმარმა ამ თვის ალიმენტი ხომ გადაგიხადა!
ქეთი გაჩუმდა. ელენესთან ერთად გარეთ გავედი და თან ბავშვზე ვდარდობდი, როგორ უნდა ყოფილიყო ბავშვი ამ სიცხეში ჩექმებით? ჩემი შვილი ქეთის წელიწადნახევრის წინ დაშორდა. მათ დიდი სიყვარული არ ჰქონიათ, უბრალოდ გოგონა დაფეხმძიმდა და სხვა გზა არ იყო.განქორწინების შემდეგ ქეთი ქალიშვილთან ერთად გადავიდა ერთოთახიან ბინაში, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა. ვაჟი კი იხდიდა ალიმენტს, მაგრამ მონაწილეობას არ იღებდა ქალიშვილის აღზრდაში. მე კი ძალიან მიყვარდა ბავშვი და სიამოვნებით მივდიოდი მის მოსანახულებლად.
ქეთი მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, ხელფასი მცირე ჰქონდა, მაგრამ მაინც შეგეძლო ბავშვისთვის ფეხსაცმელი ეყიდა.რამდენიმე თვეში ქეთი ბაღში მიიყვანდა ბავშვს და შეძლებდა სრული დატვირთვით მუშაობას.როდესაც მე და ელენე პარკიდან დავბრუნდით, ვერ მოვითმინე და ვკითხე:
- რატომ არ ყიდულობ ბავშვისთვის ფეხსაცმელს? შემოსავალი ასე, თუ ისე გაქვს.
- მე აღარ მაქვს ეს ფული! ქირა გადავიხადე…
- რა ქირა? ეს ხომ შენი მშობლების ბინაა!
- დიახ, მე აქ ვცხოვრობ. მაგრამ არა უფასოდ!
უბრალოდ შოკში ვიყავი, როცა ქეთიმ სიმართლე მითხრა. აღმოჩნდა, რომ მისმა მშობლებმა ეს ბინა იმისთვის იყიდეს, რომ გაექირავებინათ და დამატებითი შემოსავალი მიეღოთ, მაგრამ როდესაც ქეთი განქორწინდა, მათ გაასახლეს მდგმურები, თავიანთი ქალიშვილი შეუშვეს და ბინა მიაქირავეს! შოკში ვიყავი! მათ შვილიშვილს გაზაფხულზე ზამთრის ჩექმები აცვია და ქალიშვილს ქირის გადახდას თხოვენ!
ქეთის მშობლები მუშაობენ და ფული არ უჭირთ. როგორ არ რცხვენიათ, რომ ქალიშვილს უკანასკნელ კაპიკებს ართმევენ?! ჩვენი შვილიშვილი კი გაზაფხულზე დადის სათამაშო მოედანზე ზამთრის ფეხსაცმლით, სხვა ფეხსაცმელი არ აქვს, არა იმიტომ, რომ ქეთი ცუდი დედაა, არამედ იმიტომ, რომ მას არ აქვს ფული ახალი ფეხსაცმლის შესაძენად.
როგორ შეიძლება იყო ასეთი ხარბი?