რითი შეიძლება დააინტერესოს მამაკაცი 40 წელს გადაცილებულმა ქალმა? ვფიქრობ, ვერაფრით

0
2832

ვიცი, რომ ბევრი მამაკაცი ქორწინდება 40 წელს გადაცილებულ ქალზე. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იმიტომ რომ მარტო ყოფნა არ უნდათ და რადგან ახლობლები მუდმივად ეუბნებიან:

  • დაქორწინდი! იპოვე შენი ასაკის ქალი და მოიყვანე! ვის დასჭირდები სიბერეში?

ხდება პირიქითაც. ბევრი ოჯახია, სადაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ და სძულთ ერთმანეთი. ისინი არ განქორწინდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ საზოგადოებისგან დაგმობის. ესეც არანორმალური მდგომარეობაა.

ვინ უნდა გაასუფთავოს და მოამზადოს ოჯახში? – ნორმალურია, როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ და მოვალეობებს ნაწილს მამაკაცი ასრულებს, ნაწილს კი ქალი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაქორწინდებით 40 წელს გადაცილებულ ქალზე, ყველაფერი სხვაგვარად გამოდის. ქალს ამ ასაკში აღარ უნდა სხვის დაკრულზე ცეკვა და არც მამაკაცზე ბავშვივით ზრუნვა. იგი მიჩვეულია დამოუკიდებლობას და უფრო თავდაჯერებულია. მას სურს დაისვენოს და იმოგზაუროს, ნაკლებად აინტერესებს საოჯახო რუტინა.

რაზე ფიქრობს მამაკაცი, როცა ამ ასაკის ქალზე ქორწინდება? – იმედოვნებს, რომ ასეთი ქალი უკვე მოწიფული და ბრძენია. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში მეტი მშვიდობა და ჰარმონია იქნება. ქალები კი სულ სხვანაირად ფიქრობენ. ახალგაზრდა გოგონები ცდილობენ შეუწყონ ხასიათი, შეუძლიათ გაჩუმდნენ და და არ შეიმჩნიონ წყენა. ორმოცი წლის ქალი კი მკაცრი და პირდაპირია.

მას აქვს ბევრი ინტერესი და ჰყავს ბევრი მეგობარი. ის ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც სურს და მას კაცი მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ სიბერეში მარტოსული არ იყოს და მეგობარივით ედგეს გვერდით.ბევრი ქალი და მამაკაცი ოჯახს 40 წლის შემდეგ ქმნის, რადგან სიბერეში მარტო დარჩენის ძალიან ეშინიათ.შედეგად, გამოდის, რომ მამაკაცი არ ამართლებს ქალის მოლოდინს, ქალი კი არ ამართლებს მამაკაცის მოლოდინს.კაცს სურს ცოლისგან მიიღოს ერთი რამ, ქალს კი – სხვა, მაგრამ ამავე დროს სრულიად დამოუკიდებელია.

მაშინ რამდენად ღირს ასეთ ქალზე დაქორწინება?