13 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ფეხებს საერთოდ არ უვლიან. პედიკიური ახლა მოდაში არაა

0
9253

ცნობილი ადამიანები ფოტოკამერის ობიექტივში ხშირად ხვდებიან. „ეს ხომ ცნობილი პიროვნებაა, ანუ მას ყველაფერი იდეალურად და ნაკლის გარეშე უნდა ჰქონდეს“ – ასე ფიქრობს უმეტესობა.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ვარსკვლავები ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავისი პრობლემებით, ხასიათით, ჩვევებით და ახირებებით. დღეს გიამბობთ ცნობილი სახეების ფეხების მოვლაზე, თუ არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარებამ, ექიმების რჩევების უგულებელყოფამ და ელემენტარული მოვლის არ არსებობამ რა შეიძლება გამოიწვიოს.

არაკომფორტული ფეხსაცმელი წითელი ხალიჩისთვის: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მძიმე პლატფორმა, ვიწრო ძირი – ყველაფერი ეს არავარსკვლავური, იდეალურისგან შორს მყოფი ტერფების მიზეზი ხდება.

ცნობილ მოდელს, ნაომი კემპბელს სახსრების დაავადება აწუხებს. სწორედ ამიტომ, ექიმები მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას კატეგორიულად არ ურჩევენ. თუმცა მოდელმა გადაწყვიტა, რომ თუ ძალიან სურს, შეიძლება…

კლაუდია შიფერი თავისი ღიმილით, სხეულის ფორმებით და ქათქათა კანით ყოველთვის გვაოცებდა. ასეთ ქალს როგორ შეიძლება ნაკლი ჰქონდეს? თუმცა პაპარაცებმა მის გარეგნობაში ნაკლი იპოვეს – მოუვლელი ქუსლები. ტოპ მოდელმა გადაწყვიტა ამის გამო არ დაკომპლექსებულიყო და ღია ფეხსაცმელი ჩაიცვა.

მოხდენილი ვიქტორია ბექჰემის ფეხები საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთხელ გახდა. „Spice Girls“-ის ყოფილ სოლისტს წამოზრდილი ძვალი ძლიერ ემჩნევა, რაც შეიძლება არასწორი ფეხსაცმლის ტარების შედეგი იყოს. ბევრი აღნიშნავს, რომ ვიქტორიას ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება უყვარს.

მომაბეზრებელმა ფოტოგრაფებმა პენელოპა კრუსის ფეხებიც გადაღებაც შეძლეს, როცა მას სოკო ჰქონდა.

კეტი ჰოლმსმა ზომა ცოტათი ვერ გათალა… ამ ფოტოზე ჩანს, რომ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი უკეთ მოერგებოდა.

აი, ჯენიფერ ლოურენსმა კი რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ჩანს, რომ ფეხსაცმელი მას დიდი აქვს. ამასთან ხორცისფერი ლაქი ფრჩხილების სილამაზეს ხაზს არ უსვამს და კანს ერწყმის.

კიდევ ერთი ლამაზმანი დაიჭირეს ზუსტად მაშინ, როცა ფეხზე სოკო ჰქონდა. როგორც ჩანს, ელენ პეიიჯი ამას ძლიერ არ განიცდის.

ჯოან ჰარტს ბუნებრიობა უყვარს, ამიტომ ფრჩხილებს არ იღებავს.

ჯემაიმა ხანმა სჯობს თავის ქუსლებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს.

კირსტენ დანსტმა დახეთქილი ქუსლების შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით არ იცის.

სარა ჯესიკა პარკერი ქუსლიანი ფეხსაცმელების დიდი მოყვარულია. ეს ლტოლვა ასე უბრალოდ არ რჩება: მსახიობს ფეხებზე ვენები ძლიერ ეტყობა. სილამაზის გამო ჯანმრთელობის უგულებელყოფა არ ღირს.

ელიზაბეტ ჰელი ფეხების მოვლით თავს არ იწუხებს. არადა, სილამაზის სალონში წასვლა დროული იქნებოდა: ასე ფრჩხილებს და ქუსლებს წესრიგში მოიყვანდა.

ევა ჰერციგოვას მზეზე წოლა უყვარს, მაგრამ ყველაფერშია ზომიერებაა საჭირო: მზის აბაზანების ჭარბად მიღების გამო მისი ფეხები წითელი ლაქებითაა დაფარული.

ეს სურათები ცხადი მტკიცებულებაა, რომ ცნობილ ადამიანებს ისეთივე პრობლემები აწუხებთ, როგორც ჩვენ. გარეგნობის გამო ძლიერი ნერვიულობა არ ღირს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი