კლასელების შეკრებაზე გაკვირვებული დავრჩი. ერთი უშნო თანაკლასელი 15 წელიწადში ნამდვილ ლამაზმანად იქცა.

8299

სულ ახლახან ვიყავი კლასელების შეხვედრაზე. უჩვეულოს და წარმოუდგენელს არაფერს ველოდი, რადგან ხშირად ვხვდებოდი ჩემს ბევრ თანაკლასელს მშობლიური ქალაქის ქუჩებში.

უბრალოდ სუფრასთან ვისხედით, ვჭამდით, ვადღეგრძელებდით ერთმანეთს, ვიხსენებდით სკოლის ცხოვრებას. შემდეგ კი მოულოდნელად დარბაზში შემოვიდა წარმოუდგენლად ლამაზი ქალი – უბრალოდ სილამაზის დედოფალი. მაშინვე ვერც კი ვიცანით. გვეგონა, რომ ვიღაც შეცდომით მოვიდა, მაგრამ შეცდომა არ ყოფილა. ეს იყო ჩვენი კლასელი – ნათია. ის საოცრად გამოიყურებოდა: ეცვა ძვირადღირებული და წარმოუდგენლად ლამაზი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

ვუყურებდით და ვერ ვიჯერებდით, რომ ასე ძალიან შეიცვალა. თითოეულ ჩვენგანს ახსოვდა, როგორი იყო ის სკოლაში.ყველა თანაკლასელი მას მუდმივად აბუჩად იგდებდა და ისიც ცდილობდა რომელიღაც კუთხეში დამალულიყო, რომ არავინ შეხებოდა. ნათიას დედა დამლაგებლად მუშაობდა, მამა კი არ ჰყავდა – ის გარდაიცვალა, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო.ნათია ძალიან კარგად სწავლობდა და ხშირად სთხოვდნენ საშინაო დავალების გადაწერას. ისიც ყველას ეხმარებოდა.

ის ძალიან მორცხვი იყო და ამიტომ ცუდად პასუხობდა ზეპირ დავალებებს, სამაგიეროდ წერდა შესანიშნავ თხზულებებს.ჩვენი კლასელი ბიჭები უბრალოდ ვერ აშორებდნენ თვალს ნათიას, ქალები კი შურით ათვალიერებდნენ. სვეტამ თქვა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობს, აქვს თავისი სილამაზის სალონი, ყავს საუკეთესო ქმარი და ორი შვილი: გოგონა და ბიჭი.ის ნამდვილი დედოფალივით იქცეოდა. შამპანური დალია, რამდენიმე სადღეგრძელო თქვა, გვიამბო იმ ქვეყნების შესახებ, სადაც უკვე იყო ნამყოფი.

შემდეგ კი სვეტამ თქვა, რომ უნდა წასულიყო. ყველას გაოცებული მზერა მისდევდა უკან: ქალები შურით, მამაკაცები კი აღფრთოვანებულები.ყოჩაღ, ნათია! მიაღწიე ყველაფერს, რაც შეიძლება ქონდეს ქალს, წარმატებები შენ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს