ყველა გვაქვს კონკრეტული ფერი და ფორმა, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებთ. ეს აისახება ჩვენს მიერ არჩეულ ტანსაცმელში, სახლის დეკორში, ვარცხნილობასა და თუნდაც მუსიკალურ გემოვნებაში. PAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, გაიაროთ ფსიქოლოგიური ტესტი და გაიგოთ თქვენი ნამდვილი პიროვნების შესახებ. ამისთვის დააკვირდით სურათს და აირჩიეთ სიმბოლო, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოს არის. გაითვალისწინეთ ფერი და ფორმა. როგორც კი სიმბოლო აირჩიეთ, წაიკითხეთ თუ რა იმალება თქვენს პიროვნებაში.
ტესტის შედეგები
1. გულუხვი და სამართლიანი
გსურთ რომ სრულყოფილი იყო. თქვენ დიდი ამბიცია გაქვთ და წესებს ყოველთვის მაღალ დონეზე იცავთ. ბევრს მუშაობთ, რომ გარშემო სამყარო ცოტათი უკეთესი გახადოთ. ეგოისტი არ ხართ. ადამიანებმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ თქვენ გიჭირთ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. თქვენ სიყვარულის დიდი შესაძლებლობა გაქვთ. ძალიან ცოტა ადამიანი აფასებს იმას, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ.
2. მომაჯადოებელი და პატიოსანი
ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ, რომელიც სხვებზე ზრუნავს. თქვენ გჯერათ პატიოსანი მუშაობის და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მარტივად იღებთ. თქვენ კარგი ხასიათი გაქვთ. ადამიანები გენდობიან. სამსახურთან დაკავშირებული ბევრი ვალდებულება შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ. თქვენ ბრწყინვალე ადამიანი ხართ სწრაფი აზროვნებით და ნათელი გონებით.
3. ინტელექტუალური და მოაზროვნე
თქვენ დიდი მოაზროვნე ხართ. თქვენი ფიქრები და იდეები ყველაზე მნიშვნელოვანია. გიყვართ საკუთარ თეორიებზე ფიქრი. როგორც წესი, მხოლოდ იმ ადამიანებთან გაქვთ კარგი ურთიერთობა, ვისაც ფიქრი და სწავლა უყვართ. არასდროს ხართ რაიმე საკითხის მიმართ ზედაპირული. ბევრს ფიქრობთ ზნეობაზე. ცდილობთ სწორად მოიქცეთ, მაშინაც კი თუ საზოგადოების უმეტესობა არ გეთანხმებათ.
4. პერცეპტიული და ფილოსოფოსი
უნიკალური ადამიანი ხართ კეთილი სულით. თქვენი მსგავსი გვერდით არავინ გყავთ. კარგი ინტუიცია გაქვთ და ცოტათი უცნაური, ოდნავ წინასწარმეტყველური. ხშირად თქვენი არასწორად ესმით და ამის გამო გტკივათ. გჭირდებათ პირადი სივრცე, რომ თქვენი შემოქმედებითი უნარი განვითარდეს. სხვებისგან პატივისცემას მოითხოვთ. თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც კარგად ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეს. ზედმეტად ემოციური ხართ!
5. თავდაჯერებული და დომინანტი
თქვენ ძალიან დამოუკიდებელი ხართ. თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი: “ამის ჩემებურად გაკეთებას ვაპირებ”. მხოლოდ საკუთარი თავის გჯერათ. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერი საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის. არ გეშინიათ ოცნებების დევნის, რადგან იცით თუ რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ მიზანს. ერთადერთი რასაც სხვებისგან ითხოვთ გულწრფელობაა. საკმაოდ ძლიერი ხართ, რომ სიმართლე მიიღოთ.
6. მეგობრული და მგრძნობიარე
ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად იწყებთ. თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, რომელთაც ცხოვრებაში ბევრი ბედნიერება მოაქვს. გიყვართ ადამიანების დახმარება. თქვენ თბილი და კაშკაშა აურა გაქვთ, რომლის გამოც ადამიანებს თავს კარგად გრძნობენ, როცა თქვენ გვერდით არიან. ყოველდღე ფიქრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ უკეთესი. გსურთ იყოთ პერცეპტიული, საინტერესო, ღრმა და უნიკალური. სიყვარული სხვა ადამიანებზე მეტად გჭირდებათ. თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც უყვარს უყვარდეს მაშინაც კი, თუ ის არ უყვართ.
7. გასაოცარი და ენერგიით სავსე
თქვენ ბედნიერი და მხიარული ადამიანი ხართ, რომელმაც იცის, თუ როგორ აიძულოს ადამიანს სიცილი. სამყაროსთან ჰარმონიაში ხართ. ენთუზიაზმით და სპონტანურობით სავსე ხართ. ყოველთვის თანახმა ხართ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე თავგადასავლებს ეხება. სიურპრიზებით ხართ სავსე და ნამდვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანებზე გავლენა მოახდინოთ. მუდმივად რჩებით საკუთარი თავის ერთგული. ბევრი ინტერესის სფერო გაქვთ და თუ რამემ დაგაინტერესათ სიღრმისეულად მასში ეფლობით, სანამ მთლიანად არ შეისწავლით.
8. ოპტიმისტური და დამაიმედებელი
ფიქრობთ, რომ ცხოვრება საჩუქარია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან ამაყობს იმით, რაც ცხოვრებაში გააკეთეთ და რასაც მიაღწიეთ. მზად ხართ თქვენი სიხარული და მწუხარება ახლობლებს გაუზიაროთ. ცხოვრების მიმართ საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ. ყოველთვის ხედავთ ცხოვრების დადებით მხარეს – “ჭიქა ნახევრად სავსეა”. იყენებთ ყველა შესაძლებლობას რომ აპატიოთ, ისწავლოთ და გაიზარდოთ, რადგან იცით რომ ცხოვრება ხანმოკლეა.