ორგანიზმს წესრიგი სჭირდება. დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ წყალი

426

სასარგებლო სასმელი წყალი ჯანმრთელი და ლამაზი სხეულის გარანტიაა. დღემდე წყლის სწორად დალევის შესახებ კამათი არ წყდება. ინფორმაციის ასეთ ბობოქარ ნაკადში დეტალურად გარკვევა მნიშვნელოვანია. არ ენდოთ ხმამაღალ განცხადებებს, რომ სასწაულმოქმედი წყალი წამში მოხდენილად გადაგაქცევთ. როგორ არ შევცდეთ? Paparazzi ამ საკითხში გარკვევას ეცდება.

სასარგებლო სასმელი წყალი – პირველ რიგში, მიიღეთ ფაქტი, რომ საკუთარ თავს წყლის დალევა არ უნდა აიძულოთ. სიახლე არაა, რომ ვიღაც მთელ ბოთლ სითხეს მონდომებით სვამს, მაგრამ სხვისთვის ეს რთული ამოცანა შეიძლება იყოს. არ ინერვიულოთ, ყველაფერი ნორმალურია. თუ უბრალო წყალს ვერ სვამთ, ეს რაღაც ცუდს არ ნიშნავს. ადამიანების პრეფერენციები ინდივიდუალურია. არ დაუჯეროთ წესს, რომ „დღეში 2 ლ წყალი უნდა დალიოთ“. რა თქმა უნდა, ჩაის ან ყავის ჩანაცვლებით წყალს გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ ორგანიზმის მოსმენა და სურვილის შემთხვევაში დალევა უფრო გონივრულია.

საყვარელი გემო – თუ უბრალო წყალი არ მოგწონთ, ბუნებრივი დანამატები დაგეხმარებათ. მაგალითად, ლიმონის ან კიტრის ნაჭრები, პიტნის და როზმარინის ფოთლები, ცოტა თაფლი. ასე სითხე გარკვეულ გემოს და არომატს შეიძენს. გარდა ამისა, ამ პროდუქტების მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი თვისებები არ დაგავიწყდეთ. ასეთი წყლის სარგებელი ბევრად გაიზრდება.

წყლის რეჟიმი – დაგეგმარების და ორგანიზების მცოდნეებს საინტერესო წყლის რეჟიმს ვთავაზობთ. ეს დღის განმავლობაში წყლის ბალანსის კონკრეტული გეგმაა. არ მოგიწევთ ფიქრი, დღეში საკმარისი წყალი დალიეთ თუ არა. უბრალოდ გეგმას მიყევით, რომ სიმსუბუქე და ჰაეროვნება იგრძნობთ. პირველი ჭიქა სუფთა H2O გაღვიძებისთანავე დალიეთ. წყალი ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი უნდა იყოს. ასე კუჭ–ნაწლავის ტრაქტს „გააქტიურებთ“ და ორგანიზმს პროდუქტიული მუშაობისთვის განაწყობთ. მუცლის მსუბუქი მასაჟი ზედმეტი არაა. ასეთი ხრიკი ლამაზი ფორმისთვის მხოლოდ სასარგებლოა. კიდევ ერთი ჭიქა წყალი 11:00 საათზე დალიეთ. ამ დროისთვის ადამიანების უმეტესობა უკვე საუზმობს და რამდენიმე საათით საჭმელს ამუშავებს. ორგანიზმი შიმშილს გრძნობს და სადილის მოახლოების სიგნალს იძლევა. საკუთარ თავს მსუბუქი წახემსების და ულუფა წყლის დალევის უფლება მიეცით. შიმშილი უკან დაიხევს, მაგრამ სიმსუბუქე დარჩება.

გემრიელი და სასარგებლო წყალი – ჭიქა წყალი სადილობამდე ცოტა ხნით ადრე და კიდევ 1 ჭამის დროს დალიეთ. დაახლოებით 13:00 საათზე. ბევრი ადამიანი ჭამის დროს წყლის დალევას ეწინააღმდეგება, მაგრამ პანიკა არ ღირს. იქნებ გაზიან ან ტკბილ სასმელზეა საუბარი. სუფთა წყალი ზიანს ვერ მოგაყენებთ. წყლის მიღების ძირითადი დრო სადილის შემდეგ დროზე მოდის. ზუსტად 0,5 ლ სუფთა წყლად დაყავით 14:00 – 17:00 შუალედში. ამ პერიოდში მავნე წახემსების ან ბევრი ტკბილეულის მიღების სურვილი მძაფრდება. წყლის ულუფები შიმშილს გაუმკლავდება და ვახშმის დალოდებაში დაგეხმარებათ. სიტყვაზე, სასმელი წყალი ჯანსაღი სამხარით გააზავეთ. ხილი, ნატურალური სნექი და კაკალი გამოგადგებათ. ბოლო ჭიქა წყალი დაახლოებით 20:00 საათზე უნდა დალიოთ. უმჯობესია, სანამ ამ ჭიქა წყალს დალევთ და დაიძინებთ, ცოტა დრო გავიდეს. სითხეს დამატებითი ინგრედიენტი (პიტნა, ლიმონი, კიტრი) დაუმატეთ ან უბრალო სასმელი წყალი ჭიქა თბილი გვირილის ჩაით ჩაანაცვლეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს