2022 წლის ქალის სტილი: შემოდგომის ტრენდები და ანტიტრენდები

0
212

შემოდგომა დაიწყო და პირდაპირ გეტყვით: „ძველი ნივთების გადაყრა არ იჩქაროთ!“ 2022 წლის ქალის სტილი ჭკვიანურად გათამაშებული ახალი და ძველი ნივთების ნარევია. Paparazzi გიამბობთ, რით ჩაანაცვლოთ ძველმოდური ნივთები 2022 წელს, რომ უგემოვნოდ არ გამოიყურებოდეთ. ინდივიდუალური სტილი არ გაუქმებულა!

ქალის სტილი – 2022

  • ყოველ სეზონზე გარდერობი რომ არ შეცვალოთ, თეძომდე სიგრძის სწორი პიჟაკი შეარჩიეთ. როგორც ცალბორტიანი, ასევე ორბორტიანი ლამაზი ლაცკანით შეიძინეთ. მოკლე პიჟაკზე საერთოდ უარი თქვით. ასეთი 2022 წლის შემოდგომაზე ნამდვილად არ დაგამშვენებთ.
  • ჯინსის ქურთუკს ყურადღება მიაქციეთ. ძალიან ვიწრო დ მოკლე არ შეიძინოთ. თანამედროვე ქურთუკის სიგრძე შუა დუნდულამდე ან ოდნავ მაღლა უნდა იყოს. დახრილი მხრები და თავისუფალი, მაგრამ არა მოცულობითი სახელო შეიძლება ჰქონდეს. მასში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ. კლასიკური ცისფერი და შავი ვარიანტის გარდა კრემისფერ ან რძისფერ ჯინსს ყურადღება მიაქციეთ.
  • უმკლავო ტოპი ძველმოდურია. მის ნაცვლად ბამბის მაისური აიღეთ. თეთრ ფერს უპირატესობა მიანიჭეთ. პირველი ფენისთვის შესაფერისი ვარიანტია. პერანგის, პიჟაკის ან თანამედროვე კარდიგანის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიცვათ.
  • კოსტუმის ან ტრიკოტაჟის ნაჭრის გრძელი ჟილეტი შუა თეძომდე მოძველებულია. ასეთი 3-4 წლის წინ მოდური იყო, მაგრამ ახლა აქტუალური არაა და იაფფასიან სტილს ქმნის. პიჟაკი ან კარდიგანი თანამედროვე გარდერობში უფრო შესაფერისია.
  • ბლუზი V ფორმის ჭრილით ან ზემოთ ღილებით ან ტუნიკის ფორმის გარდერობიდან ამოიღეთ. მამაკაცის სტილის პერანგი შეარჩიეთ და არ ინანებთ. მოდურად და ტრენდულად გამოიყურება. ქალური სტილის მოყვარულებმა ასეთი ბლუზი ლამაზი სტრუქტურული კაბით უნდა ჩაანაცვლოს და თანამედროვე პერანგის გარდერობში ჩართოს.
  • 2022 წლის შემოდგომისთვის სწორი ან დიდი ზომის სილუეტი საუკეთესოა. ასეთი პერანგი ბლუზის ნაცვლად ან მაისურზე მეორე ფენად ჩაიცვით.
  • პლესებიანი ქვედაკაბა გლუვი A ფორმის ქვედაკაბით ჩაანაცვლეთ.
  • სკინი ჯინსი და mom მოდიდან გავიდა. სამწუხაროა! სტილისტები გირჩევენ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ სწორ ჯინსს ან ჯინსს, რომელიც თეძოდან ან მუხლიდან ფართოვდება. თუ რომელიმე ნივთი ამ წლის ანტიტრენდის სიაში მოხვდა, ეს გადაგდების მიზეზი არაა. მაგალითად, სკინი ჯინსი ზედა ოვერსაიზს იდეალურად უხდება, ასევე ბოტფორტებს 2023 წლის შემოდგომა–ზამთრის მოდურ ჩვენებებში. ბევრი ნივთის გადათამაშება შეგიძლიათ. ჯინსი mom ჩემი ფავორიტია და არ დავშორდები. ეს ერთადერთი ფორმაა, რომელიც ნამდვილად მიხდება.
  • შარვალი ქალის გარდერობის უცვლელი ელემენტია. ვიწრო ან სწორი მოკლე შარვალი დაბალ ან საშუალო წელზე მორალურად მოძველდა. იგივე მაღალწელიან ბანანა შარვალს ეხება, რომელსაც იმავე ქსოვილის ქამარი და რგოლი ფიქსაციისთვის აქვს. შარვალი კიულოტიც არააქტუალურია. ჩაანაცვლეთ კლასიკური მამაკაცური სტილის სწორი შარვლით. თანამედროვე შარვალი მოკლე არაა და სრული სიგრძე აქვს.

აი, ასეთი ცვლილებები მოხდა სილუეტსა და ფორმებში. გარდერობის ყოველ სეზონზე შეცვლა არ ღირს. იმდენი ნივთი არ გვჭირდება, როგორც თავს გვახვევენ. ნივთები ხარისხიანი და თქვენთვის საყვარელი უნდა იყოს. ასე გარდერობი მხოლოდ სიხარულს მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, რომ 2022 წელს ქალის სტილი ინდივიდუალობას ხაზს უნდა უსვამდეს. ნებისმიერი ტრენდი თქვენს გემოვნებას მოარგეთ.