ნატა ფანჯარასთან იდგა და ტიროდა, რადგან მისმა 15 წლის ვაჟმა ძალიან აწყენინა. იმედოვნებდა, რომ ის დაბრუნდებოდა და პატიებას ითხოვდა, მაგრამ ნიკა არსად ჩანდა.ნატა მიხვდა, რომ შვილს არასწორად ზრდიდა. მას უნდოდა, რომ ბიჭს ყველაფერი ჰქონოდა და ამიტომ ძალიან ბევრს მუშაობდა. ვერც კი შეამჩნია, რომ მისი შვილი ნამდვილი ეგოისტი გაიზარდა. ნიკა მიჩვეული იყო დედისგან ყველაფერს მიღებას და სანაცვლოდ არაფერს აძლევდა.
დღეს კი უსაყვედურა იმის გამო, რომ მის გამო მამამ მიატოვა.ნატას ისტორია ბევრი გოგოს ამბავს ჰგავს. შეხვდა ახალგაზრდა ყმაწვილს და შეუყვარდა. ისე მოხდა, რომ მალე დაორსულდა. ნატამ ჰკითხა:
- როდის დავქორწინდებით?
- რატომ გადაწყვიტე, რომ ცოლად უნდა მოგიყვანო?
- კი მაგრამ, მე ხომ ორსულად ვარ?
- Მერე რა? მე არ მჭირდება ჯერ ოჯახი!
ნატა ძალიან შეწუხდა. სახლში მივიდა და მშობლებს ყველაფერი უამბო. მამამ გადაწყვიტა სერიოზულად დალაპარაკებოდა გიორგის. არავინ იცოდა რა უთხრა მამამ მას, მაგრამ ახალგაზრდები მალე დაქორწინდნენნატას მშობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ, უყიდეს პატარა ბინაც, მაგრამ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. გიორგი ძალიან ცუდი ქმარი აღმოჩნდა, არ უყვარდა ნატა და არ უყვარდა შვილი. ერთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.
- ჩემი დახმარების გარეშეც გაზრდით ბავშვს! ყველაფერი კარგად იქნება…მალე ნატას ბებია გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი დედა, ხოლო ორი წლის შემდეგ მამაც დაიღუპა. გოგონა მარტო დარჩა.მან მთელი ძალები მოიკრიბა შვილის გასაზრდელად.
- როგორ დავიღალე ამ სიღარიბით და დავიღალე შენგანაც! – უყვირა დღეს შვილმა.
- რატომ მელაპარაკები ასე? მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ შენთვის? შენც შეგიძლია ცოტათი მაინც დამეხმარო. თუნდაც ჭურჭლის გარეცხვაში!
ჭურჭელს არ გავრეცხავ! – იყვირა შვილმა და ბინიდან გაიქცა.ორი დღე სახლში არ მისულა, მეგობრებთან ერთად იყო. შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ დედა სახლში აღარ დახვდა. თავიდან არც შეწუხებულა ამით, თუმცა დილით რომ გაიღვიძა, მიხვდა, რომ დედას ღამე არ გაუთენებია სახლში. მოშივდა, მაცივარი გამოაღო და სურდა რამე საჭმელი ეპოვა, მაგრამ მაცივარი ცარიელი იყო. -არაფერია, მალე მოვა! – ფიქრობდა ნიკა.
მაგრამ ნატა არც საღამოს დაბრუნებულა. გავიდა კიდევ ორი დღე. ნიკამ ვერ გაიგო სად წავიდა დედა. უნდოდა თავისუფალი ყოფილიყო, მაგრამ ხელის განძრევა არ სურდა. ტანსაცმელი გასარეცხი და დასაუთოვებელი იყო, საჭმელი არ ჰქონოდა… როგორღაც შეძლო ნივთების გარეცხვა, რამდენიმე დღე მხოლოდ კვერცხს ჭამდა…
- დედაჩემი უნდა მოვძებნო! – დედის მეგობარს დაურეკა:
- ნანა დეიდა, დედა წავიდა და არ ვიცი სად.
- პოლიციაში უნდა წახვიდე, ალბათ რაღაც შეემთხვა! – შეშფოთდა ნანა.
ნიკა პოლიციაში გაიქცა. მოვიდნენ პოლიციიდან, ბინა დალუქეს და ბიჭი ბავშვთა სახლში წაიყვანეს, რადგან ნათესავები არ ჰყავდა.იმავე დღეს ბავშვთა სახლის მოზარდებმა სასტიკად სცემეს. როგორღაც მოახერხა და თავშესაფრიდან გაიქცა მეგობართან, მაგრამ მისმა მეგობარმა ღამის გათევაზე უარი უთხრა.მერე სხვა მეგობართან წავიდა, მაგრამ არც იმან შეუშვა სახლში. ბოლოს ისევ თავის სახლისკენ წავიდა, ბინის კართან დაჯდა და ტირილი დაიწყო.უცებ დედის ხმა გაიგო. აიხედა და თვალებს არ დაუჯერა. დედა კიბეებზე ამოდიოდა, ხელში მძიმე ჩანთები ეჭირა. ნიკა გაიქცა, მაგრად მოეხვია და ბევრი აკოცა, შემდეგ მძიმე ჩანთები გამოართვა.
- დედა, სად იყავი, ამდენი ხანი რატომ დამტოვე?
- სხვა ქალაქში მქონდა საქმე. შენ ხომ თქვი, რომ ზრდასრული ხარ, დამოუკიდებელი, რომ არ გჭირდები, რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდები? ნიკამ უამბო იმის შესახებ, რაც მას შეემთხვა. მერე სახლში შევიდენ, ერთად მოამზადეს სადილი, ივახშმეს, ბიჭმა ჭურჭელიც გარეცხა.
- დედა, მაპატიე. ასე აღარასდროს მოვიქცევი!როდესაც დედა დარწმუნდა, რომ ნიკას ეძინა, ნატა აივანზე გავიდა და თავის საუკეთესო მეგობარ ნანას დაურეკა. ნანამ იცოდა ნატას პრობლემების შესახებ. სწორედ მან შესთავაზა ბიჭის მცირე ხნით დატოვება, რათა გაეგო, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება დედის გარეშე.
- გმადლობთ, ნანა! უბრალოდ ვეღარ ვცნობ ჩემს შვილს. ვფიქრობ, ის ყველაფერს მიხვდა!
- ძალიან კარგი! თუ რამეა, დამირეკე. ჩვენ მას ცხოვრების კიდევ ერთ გაკვეთილს ჩავუტარებთ! – გაეცინა ნანას.