ძირს ჩამოცვენილი ვაშლი. შევაგროვოთ თუ ბაღში დასალპობად დავტოვოთ?

0
1351

რა უნდა უყოს კარგმა პატრონმა ჩამოცვენილ ვაშლს? მოსავალი შევაგროვეთ, მურაბა მოვხარშეთ, ყველა მეგობარს და ნაცნობს გავუმასპინძლდით. რა ვუყოთ დარჩენილ ვაშლს? მიწაზე დასალპობად დატოვება არ შეიძლება. Paparazzi გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს. გამოგადგებათ, თუ ნაკვეთზე ნამდვილად ზრუნავთ.

ძირს ჩამოცვენილი ვაშლი – პირველ რიგში, გიამბობთ, კიდევ სად შეიძლება გამოიყენოთ კარგი ვაშლი. მაგალითად, ზოგიერთი მებაღე ხილს პარკში აწყობს და ღობეზე კიდებს. საკმარისია, რომ წარწერა გაუკეთოთ: „უხვი მოსავალი მივიღე. თუ ვაშლი გჭირდებათ, გთხოვთ, აიღეთ. უფასოა“. ხალხს მსგავსი აქცია ნამდვილად სჭირდება და მადლობელი დარჩება. ვაშლი შეგიძლიათ გაყიდოთ. ჩაბარების პუნქტი მოძებნეთ და ფასი დააზუსტეთ. თუ ძალიან წარმატებული მოსავალი მიიღეთ, კარგ ფულს იშოვით. გარდა ამისა, ვაშლით შინაური ცხოველები შეგიძლიათ გამოკვებოთ. მაგალითად, ძროხა, ღორი ან ცხენი. დაინტერესდით, იქნებ რომელიმე ზოოპარკს ასეთი სასარგებლო დახმარება სჭირდება?

ცუდი ვარიანტი – გასაგებია, რომ ხეზე დარჩენილი ყველა ვაშლი ხარისხიანი არ იქნება. ვაშლი მიწაზე ცვივა და ლპობას იწყებს, დარტყმისგან ტყდება, პარაზიტებით ფუჭდება. ასეთი ხილი არც ადამიანისთვის, არც ცხოველისთვის გამოსადეგი არაა. და მაინც, გადაყრას არ გირჩევთ. სასარგებლო კომპოსტი გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ ავადმყოფი ხის ნაყოფი კომპოსტში არ უნდა გააგზავნოთ. დაუფიქრებელი ქმედებით პათოგენები დააზიანებს მცენარეებს, რომლებიც კომპოსტად უნდა გადაიქცეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ კომპოსტის ხილი მომავალ მოსავალს საფრთხეს არ უქმნიდეს.

კომპოსტის ორმოს მოწყობა – კომპოსტოს მომწიფებას 3-4 თვე სჭირდება. პროცესი წარმატებული რომ იყოს, პლასტმასის ან ხის ჭურჭელი მოამზადეთ. ბოსტნის ბოლოში შეგიძლიათ ორმო ამოთხაროთ და კომპოსტი იქ ჩაყაროთ. ასეთი ორმოს ან ჭურჭლის ძირში ტოტების და ჩალის ფენა ჩააფინეთ. მხოლოდ ვაშლით არ შემოიფარგლოთ. დაცვენილი მსხალი, ფოთოლი, ტოტი, ბალახი შეაგროვეთ. ყველაფერი, რაც შეიძლება დალპეს და მიწა გაანაყოფიეროს. ხილი ან ბოსტნეული, რომელსაც კომპოსტში იყენებთ, უნდა დააქუცმაცოთ. კომპოსტს აურიეთ, ზემოდან მიწა და ფირი დააფარეთ. კომპოსტი კარგად რომ მომწიფდეს, პერიოდულად მორწყეთ და აურიეთ. თუ სურვილი გაქვთ, კომპოსტს დაუმატეთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც მომწიფებას აჩქარებს. ბაღ–ბოსტნის მაღაზიაში მსგავსი საშუალების შესახებ კონსულტანციას გაგიწევენ.

რა ვუყოთ ჩამოცვენილ ვაშლს ბაღში – თუ კომპოსტის მომზადება არ გსურთ, ვაშლი მარტივი მეთოდით სასუქად შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად, ჩამოცვენილი ვაშლი დაახარისხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ახლა თითოეული ნაყოფიერი ხის გარშემო ჩამარხეთ. ამავე პრინციპით ვაშლი ბოსტნეულის მომავალი კვლევებისთვის გამოიყენეთ. ბოსტნეულის სავარაუდო კვლების ადგილზე თხრილი ამოთხარეთ. თხრილი ღრმა არ უნდა იყოს. ვაშლის ნაჭრებით გაავსეთ, ზემოდან ცოტა ნაკელის სასუქი დაუმატეთ. ამოთხრილი გვირაბი ისე დაფარეთ, რომ პატარა ბორცვი მიიღოთ.