უნიტაზს კირის ნადებს მარტივი საშუალებით ვაშორებ. ალმასივით ბრწყინავს

0
14133

მე და ჩემს მეუღლეს ახალი ბინის ქირით პოვნა სასწრაფოდ გვჭირდებოდა. შესაფერისი ვარიანტი მოვძებნეთ. მყუდრო, ნორმალური რემონტის ბინა იყო და კარგ უბანში მდებარეობდა. დეტალურად დათვალიერების გარეშე გადმოსვლა გადავწყვიტეთ. პრინციპში, მთელი ბინა შესანიშნავად გამოიყურებოდა ტუალეტის გარდა. როცა ასეთი ბინძური უნიტაზი დავინახე, ახალი ბინის მოძებნა გადავწყვიტე. მეგობრის რჩევით ერთი მარტივი მეთოდი გამოვცადე და სიტუაციის გამოსწორება შევძელი. Paparazzi გიამბობთ, რა გამოიყენოთ, რომ უნიტაზი ალმასივით ბრწყინავდეს.

სუფთა უნიტაზი – ბევრი იტყვის, რომ უნიტაზი რეგულარულად უნდა გაწმინდოთ და პრობლემა არ შეგაწუხებთ. გეთანხმებით, მაგრამ სხვადასხვა სიტუაცია არსებობს. მაგალითად, როგორშიც ჩვენ აღმოვჩნდით. როგორც ჩანს, წინა მობინადრეები სანტექნიკის სისუფთავეზე დიდად არ ღელავდნენ. მთელი უნიტაზი უსიამოვნო ფერის კირის ნადებით დაფარული იყო. ჯაგრისით ვერ მოაშორებდით. მინანქრის დაზიანება არ მსურდა, ამიტომ სხვა მეთოდის მოძებნა მომიწია. ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ დავიბენი და ხელმისაწვდომი მეთოდები ვცადე. მოგვიანებით გამახსენდა, რომ მეგობარს საკუთარი დასუფთავების კომპანია ჰქონდა და რაიმეს შემოთავაზება შეეძლო. ნამდვილად დამეხმარა. მთელი ორი საშუალება, რომელმაც გადამარჩინა.

დელიკატური ვარიანტი – მეთოდი გამოგადგებათ, თუ სერიოზული ჭუჭყი არაა. უნიტაზის გაწმენდის შემდეგ კირის ნადები ისევ ჩნდებოდა. ალბათ, ასეთი წყალია. კვირაში ერთხელ ამ მეთოდს ვიყენებდი. უნიტაზი წყლისგან დაცალეთ. თბილი წყალი ჩაასხით და 1 ს/კ ლიმონმჟავა დაუმატეთ. 15 წუთით გააჩერეთ. 1 საათით შეგიძლიათ გააჩეროთ. ამის შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ და ჩარეცხეთ. ძმრის ესენციაც ასე მოქმედებს. კირის ნადები მარტივად გაქრება.

ძლიერი საშუალება – დელიკატური მეთოდები ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში ვერ დამეხმარა. მეგობარმა უფრო ძლიერი საშუალება მირჩია. დაგჭირდებათ 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი (100 მლ) და 50 მლ ამიაკი. ხელთათმანი აუცილებლად გამოიყენეთ, რესპირატორიც დაგჭირდებათ. ბავშვები და ცხოველები ამ ადგილს მოაშორეთ. ოთახი კარგად უნდა გაანიავოთ. უნიტაზი წყლისგან დაცალეთ. 2 ლ წყალს წყალბადის ზეჟანგი და ამიაკი დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი უნიტაზში ჩაასხით. ამის შემდეგ სითხე ჯაგრისით მთელ უნიტაზზე გადაანაწილეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ. მთელი ღამით უმჯობესია, რომ მთელი ჭუჭყი გაქრეს. დილით ჯაგრისით გახეხეთ, ჩარეცხეთ და სიქათქათით ისიამოვნეთ.

ამ მარტივი საშუალებით კირის ნადებს მოიშორებთ და უნიტაზს სისუფთავეს დაუბრუნებთ. უნიტაზი ყოველ კვირა გაწმინდეთ და მუდმივი სისუფთავე გარანტირებული გექნებათ.