უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია: 2023 წლის მოდური ვარცხნილობები საქმიანი ქალებისთვის

0
3160

2023 წლის მოდური ვარცხნილობები უცვლელ კლასიკას და რაღაც ახალს აერთიანებს. ვაღიარებთ, ზოგიერთი პირველად გვესმის და მაშინვე გაზიარების სურვილი გაგვიჩნდა. ბევრ ქალს თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს. თუ დიდი ხანია იმიჯის შეცვლაზე ოცნებობთ, დროა დაფიქრდეთ, რომელი ვარცხნილობა შეარჩიოთ. მით უფრო, ნამდვილად ბევრი ვარიანტი არსებობს. Paparazzi თითოეულზე დეტალურად გიამბობთ.

მოდური ვარცხნილობები – 2023

  • ახალ სეზონზე მოდურ ფრანგულ ვარცხნილობას გვერდს ვერ აუვლით. ერთ–ერთი მათგანი 2023 წელს პოპულარობის პიკზე იქნება. ესაა თამამი სესონი, რომელიც ყველას არ უხდება. სამაგიეროდ მისი დახმარებით ნებისმიერი ლამაზმანი შორეული 60-იანი წლების ელეგანტურ ქალად წამებში გადაიქცევა. სესონი ოვალური ან კვადრატული ფორმის სახეს ყველაზე მეტად უხდება. თუ მრგვალი სახე გაქვთ, სხვა ვარცხნილობა შეარჩიეთ.
  • კიდევ ერთი რეტრო ვარცხნილობა, რომელიც ჩვენს სიაში თამამად იჭრება, პაჟია. გარეგნულად სესონს ჰგავს, მაგრამ განსხვავება აქვს. პაჟი რომ გაიკეთოთ, თმა მკაცრად ერთ ხაზზე უნდა გადაჭრათ. სესონში ყოველი მეორე ფენა მილიმეტრით წინაზე გრძელია.
  • მოკლე ვარცხნილობა გარსონი შეეფერება მათ, ვისაც ყოველ დილით თმის დავარცხნა ეზარება. მცირე ქაოსი თავზე ამ ვარცხნილობის მთავარი ხიბლია. წვეთი დასავარცხნი საშუალება და ფანტაზია საკმარისია, რომ თმა აწეწოთ და მზადაა!
  • ბიჭური ვარცხნილობა ნებისმიერ თავის ფორმას უხდება. თუ მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის, პარიკმახერს ენდეთ. პროფესიონალი სპეციალისტი თქვენი თმიდან ხელოვნების ნიმუშს შექმნის.
  • უცვლელი კლასიკა – ბობ კარე და პიქსი. ორივე ვარცხნილობა წლიდან წლამდე ნებისმიერი ასაკის ქალებს შორის პოპულარობის რეკორდებს ხსნის. ეს გასაკვირი არაა, რადგან ვარცხნილობები აქტუალობას არ კარგავს და ყოველთვის მოდურად გამოიყურება. ასეთი ვარცხნილობა ქერათმიანებს განსაკუთრებით უხდებათ.
  • კლასიკური კარე კარგია იდეაა, როცა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კრიზისშია. გარეგნობის განახლებაში დაგეხმარებათ. კარე შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის, შუბლზე შეჭრილი თმით ან მის გარეშე. ნებისმიერ ქალს მოუხდება. კარე შეგიძლიათ გაიკეთოთ, თუ ტალღოვანი თმა გაქვთ.
  • ბობკარე და კარე 2023 წლის ტრენდია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მომავალ სეზონზე ჩვეულებრივი ბობიც შეგიძლიათ გაიკეთოთ? რა თქმა უნდა, დიახ! უნივერსალური ვარცხნილობა ყოველდღიურობაში მოსახერხებელია. რაც მთავარია, ნებისმიერ სახეს შეგიძლიათ მოარგოთ. სტილისტი ამ ამოცანას ნამდვილად გაუმკლავდება.
  • თუ გრძელი თმა გაქვთ, კლასიკური კასკადი შეარჩიეთ. ასე თმის მოცულობას ვიზუალურად გაზრდით. გარდა ამისა, კასკადს განსაკუთრებული დავარცხნა არ სჭირდება. მის გარეშეც კარგად გამოიყურება. კასკადი შუბლზე შეჭრილი ასიმეტრიული, ირიბი ან სწორი თმით კვადრატის ან მართკუთხა სახის ქალებს მოუხდებათ. ვარცხნილობა ნაკლოვანებებს დამალავს და ღირსებებს ხაზს გაუსვამს.
  • მელას კუდი და სწორად შეჭრილი თმა მომავალი სეზონის პირველობისთვის იბრძვიან. თუ საშუალო ან გრძელი თმა გაქვთ, როგორც პირველი, ასევე მეორე ვარიანტი შეგიძლიათ აირჩიოთ. სამკუთხა ჭრილი განსაკუთრებით ლამაზი და უჩვეულოა.

2023 წელს ნებისმიერი ვარცხნილობა შეგიძლიათ გაიკეთოთ. მაგალითად, მოდაში გაპარსული საფეთქლები და მოჰაკი ბრუნდება. ტრენდშია ორმაგი კარე და საინტერესო აზიური ვარცხნილობა wolf cut. ასეთი ვარცხნილობა ცნობილ მომღერალზე ბილი აილიშზე შეიძლება ნანახი გაქვთ.