მთელი ზაფხული ბოსტანში ვმუშაობდი, დროა ხელებზე სასწრაფოდ ვიზრუნო

187

ხშირად მთელ ზაფხულს აგარაკზე ბოსტანში ან ბაღში მუშაობაში ვატარებთ. როგორც არ უნდა სცადოთ ხელთათმანით ხელის დაცვა, კანი მაინც შრება და ისვრება. ჭუჭყი კანში ჯდება, ამიტომ აგარაკის სეზონის შემდეგ კანის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ. საიმედო ხელის საწმენდი საშუალება დაგჭირდებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ აღადგინოთ ხელის კანი საზაფხულო სეზონის შემდეგ.

ხელების საწმენდი საშუალება – ბოსტანში მუშაობა დასრულდა. დროა მიხედოთ საყვარელ ხელებს, რომელიც მთელი სეზონი შრომობდა. აქვე გეტყვით, რომ ამაზე მთელი საღამოს დახარჯვა მოგიწევთ. რატომ უნდა თქვათ ასეთ სიამოვნებაზე უარი?

პირველ რიგში, თბილი ორთქლის აბაზანა მიიღეთ და კანი გაათბეთ. თუ ეს პროცედურა გიყვართ, ამით დაიწყეთ. ასე სხეულიც დაისვენებს და ხელი შემდეგი პროცედურისთვის მოემზადება. ხელის კანიდან და ფრჩხილებიდან ჭუჭყი მოიშორეთ. თუ ამის გაკეთებას ხელსაწყოთი ვერ ახერხებთ, ლიმონი გამოიყენეთ. ლიმონის ნაჭერი თითებით გაწურეთ. შემდეგ ლიმონის წვენი ხელისგულზე წაისვით. ზოგჯერ ჭუჭყი კანსა და ფრჩხილებში ჯდება. ამ შემთხვევაში ხსნარი მოამზადეთ. 2 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და 2 ს/კ სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი აურიეთ. ნარევი ხელზე წაისვით, 5 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. ჭუჭყი მოგშორდებათ. დამატებით კანის სკრაბი მოამზადეთ. ხელისთვის იდეალური საწმენდია!

ბოლოს კანი დაატენიანეთ. მთავარი პრობლემა სიმშრალეა. ხელის კრემი წაისვით. ასე კანი დარბილდება. შინაურულ ნიღაბს გთავაზობთ. დაგჭირდებათ 1 ს/კ არაჟანი, 0,5 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ნიღაბი კანს დაატენიანებს და გაათეთრებს. ამ ყველაფერს შეგიძლიათ ახალი კიტრის საფენი დაუმატოთ. ზაფხულში ტყუილად ხომ არ გაისარჯეთ. კიტრი გახეხეთ, 100 გ კეფირი და სუფრის კოვზი სელის ზეთი დაუმატეთ. ხელზე წაისვით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ჩამოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

ხელები მადლობელი დარჩება. იაფი საშუალებით სალონურ შედეგს მიიღებთ. პროცედურა რეგულარულად გაიმეორეთ და ხელები ახალგაზრდა და მოვლილი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს