ძალიან ვნანობ, რომ ცოლად გავყევი 17 წლით უფროს მამაკაცს. ეხლა მის გვერდით თავს მოხუც ქალად ვგრძნობ.

0
3060

მე მქვია ალინა. ყოველთვის ძალიან ხალისიანი და აქტიური ვიყავი, მიყვარდა მხიარული დასვენება და დისკოთეკები.ახლა 33 წლის ვარ და საერთოდ დავკარგე ცხოვრებისადმი ინტერესი, არაფერი აღარ მინდა და ეს მგონი ჩემი ქმრის ბრალია. რატომ? იმიტომ რომ ჩემზე ბევრად უფროსია. მის გვერდით თავს ნამდვილ მოხუც ქალად ვგრძნობ. ერთი შეხედვით, თითქოს კარგად ვარ: მყავს ორი მშვენიერი შვილი, ქმარი, მაქვს დიდი სახლი, მაგრამ მე არ ვარ კმაყოფილი ამ ყველაფრით.

ადრე ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი. ის მიმაჩნდა ყველაზე ლამაზ და ჭკვიან მამაკაცად დედამიწაზე, მაგრამ ჩვენი ქორწინების რვა წლის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა.ახლა ერთმანეთს თითქმის აღარ ველაპარაკებით. შაბათ-კვირას შუადღემდე სძინავს, შემდეგ კი მთელი დღე დივანზე წევს. ბავშვებთან თამაშიც კი არ უნდა. ამბობს, რომ სამსახურში ძალიან გადაიღალა. ჩემი ქმარი ჩემზე ჩვიდმეტი წლით უფროსია, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, მე ყოველთვის მომწონდა უფროსი კაცები.

მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, როცა დავქორწინდი მამაკაცზე, რომელთანაც დიდი ასაკობრივი სხვაობა მქონდა.ქორწინების პირველ წლებშიც კი, ჩემi ქმარi ზრუნავდა საკუთარ თავზე: ვარჯიშობდა, ცდილობდა ჩაეცვა მოდურად, მაგრამ ბოლო წლებში ის აღარაფერს აკეთებს, დაბერდა და ძალიან გასუქდა კიდეც. მეც არ მაქვს სტიმული, რომ კარგად გამოვიყურებოდე.დიდი ხანია არ ვურთიერთობ თანატოლებთან, ძირითადად ქმრის მეგობრებთან და ნათესავებთან ვარ. ამიტომ თავს ნამდვილ მოხუც ქალად ვგრძნობ.

ადრე დიდ სახლში მინდოდა მეცხოვრა, მინდოდა ქმარი და შვილები მყოლოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვნანობ. ახლა არც დიდი სახლი მიხარია და არც ქმრის ფული.მინდა ახალგაზრდა კაცთან ვიცხოვრო და ცხოვრებით დავტკბე.მაგრამ ვის ვჭირდები? ბოლოს და ბოლოს, მე უკვე მყავს ორი შვილი!საყვარლის გაჩენაც არ მინდა. არადა მოვიწყინე ძალიან ქმართან! უბრალოდ არ ვიცი რა გავაკეთო! როგორ გინდა თანატოლებთან ურთიერთობა, მოგზაურობა და ცხოვრებით ტკბობა.

სამწუხაროა, რომ თავიდა არ ვიფიქრე ამაზე…