მეხსიერების ჩავარდნა. როგორ ჩავიტაროთ პროფილაქტიკა სახლში

2612

მეხსიერების გაუმჯობესება საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო პროცესია. თუ საქმე ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებს ეხება, სპეციალისტს მიმართეთ. თუ უბრალოდ დაღლილი და გამოფიტული ხართ, Paparazzi გიზიარებთ მარტივ რჩევებს, რომელიც ტვინის გააქტიურებაში და ფაქტების უკეთ დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

მეხსიერების გაუმჯობესება – ყოველდღიური რუტინა სამყაროს სილამაზეს აუფერულებს. ადამიანი არაფერს აქცევს ყურადღებას მისთვის ჩვეული წრის გარდა (სახლი, სამსახური, სახლი). მთელი პრობლემა ამაშია. თუ ვინმეს ჰკითხავთ „რა მიირთვა გუშინწინ სადილზე?“ ან „როგორი ამინდი იყო ოთხშაბათს?“ შეიძლება ვერ გიპასუხოთ. დაღლილი ადამიანი ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. ეს წვრილმანებია? რა თქმა უნდა, არა. ასეთ პატარა ელემენტებზე მეხსიერების ფიქსაცია ფხიზლად ყოფნაში გვეხმარება. სრულფასოვან დასვენებას გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ ასეთ მცდელობასაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია. ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ. რომელი ნომერი ავტობუსით მიდიხართ სამსახურში, რა სუნი აქვს ყვავილს სახლში, როგორი ძლიერი ქარი იყო დღეს.

სასარგებლო ნაკრები – ალბათ, გსმენიათ სასარგებლო პროდუქტებზე, რომლებიც მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ენერგიის გასაზრდელად უნდა მიირთვათ. ასეთი ინგრედიენტები ნამდვილად არის, მაგრამ გახსოვდეთ, პანაცეა არაა. მაგალითად, ყოველდღე კაკლის მიღება მეხსიერების გაუმჯობესებაში ვერ დაგეხმარებათ, თუ ცოტა გძინავთ, არ ისვენებთ და მუდმივად მუშაობთ. როდის აღიდგინოს ორგანიზმმა ძალები? ამ შემთხვევაში კაკალი ვერ დაგეხმარებათ. დაიცავით ოპტიმალური ბალანსი, თუნდაც ყელამდე საქმეში ჩაფლული იყოთ. სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი არსებობს. იდეალურია შავი შოკოლადი, წითელი თევზი, კაკალი, ბროკოლი, პომიდორი, ოსპი, სუფთა წყალი და მწვანე ჩაი. კიდევ ერთი კარგი ინგრედიენტი არსებობს. ესაა მოცვი. მოცვი შეიცავს ანტოციანინებს, რომელიც მეხსიერებასა და ტვინის აქტივობაზე დადებითად მოქმედებს. ეს ნივთიერება კენკრას  მის ბუნებრივ ფერში ღებავს. როგორც ახალი მოცვი, ასევე მოცვის ფხვნილი შეგიძლიათ მიიღოთ. მოცვით ექსპერიმენტი აუცილებლად ჩაატარეთ. ამისთვის ყოველდღე 1 მუჭა კენკრა მიირთვით.

სუფთა ჰაერი სასარგებლოა – ქუჩაში ჰაერზე გასვლა ხშირად გვეხმარება. სუფთა ჰაერი და ფერადი გარემო ტვინში ჟანგბადის მიწოდებას სტიმულირებს. არა მხოლოდ მეხსიერებაზე, არამედ განწყობაზეც დადებითად აისახება. მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ, ბუნებაში წიგნი წაიკითხეთ, ძაღლი ან კატა გაასეირნეთ. ასე არ მოიწყენთ. სასიამოვნო არომატი და მუსიკა სუფთა ჰაერზე სეირნობის ეფექტს აძლიერებს. მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების სურნელი, არომატული ცომეული ან საყვარელი ყავა. ყავა მეხსიერებას მოცვზე არა ნაკლებ ეხმარება, მაგრამ ასაკოვანმა სიფრთხილით უნდა დალიოს და არ გადააჭარბოს. დღეში 1 ფინჯანი საკმარისია.

მეხსიერების გაუმჯობესება ასაკში – სამწუხაროდ, ზოგიერთი ასაკოვანი მეხსიერების მდგომარეობაზე არ ღელავს. სხვა საქმით დაკავებულია ან ამას სულელურ იდეად მიიჩნევეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. მომავალში სერიოზულ პრობლემებს თავი რომ ააცილოთ, გონებრივად განვითარება არ უნდა დაგავიწყდეთ. როგორი ირონიაა, აქაც გვერდს ვერ აუვლით ფრაზას „არ დაგავიწყდეს“.

ახალი ენის სწავლა შეგიძლიათ დაიწყოთ. აუცილებელი არაა, რომ დაუძლეველი მიზნები დაისახოთ, მაგრამ ასეთი საქმიანობით ახალი უნარების აღმოჩენის და თანამოაზრეების პოვნის შესაძლებლობა გამოჩნდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს