მწვანე პომიდვრის ცხარე კონსერვი ქართული რეცეპტით: ნებისმიერ ხორცს იდეალურად ავსებს

4306

მწვანე პომიდვრის კონსერვი ნივრით ცივ სეზონზე საოცრად კარგია. ზაფხულის ცხელ დღეებს პიკანტურად გვახსენებს. ნივრის სასიამოვნო არომატი, ხრაშუნა ხახვის რგოლები და წვნიანი პომიდორი თქვენს საკუჭნაოში აუცილებლად უნდა მოხვდეს. წასახემსებელი ნებისმიერ კერძს, იქნება ეს ხორცი თუ კარტოფილის პიურე, იდეალურად შეავსებს.

მწვანე პომიდორი ნივრით ქილაში – თითქმის ყველა დიასახლისი კონსერვისთვის წითელ პომიდორს იყენებს. მწვანეს დაუმსახურებლად უყურადღებოდ ტოვებენ. Paparazzi გთავაზობთ სიტუაცია გამოასწოროთ და 3 ლ მწვანე პომიდვრის კონსერვი ქართული რეცეპტით მოამზადოთ. კონსერვის გემო და არომატი საოცარია, რასაც ძნელია გაუძლოთ და მთელი ქილა ერთ ჭამაზე არ ჩაცალოთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ მწვანე პომიდორი
  • 3 ხახვი
  • 400 გ ტკბილი წიწაკა
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 80 გ ნიორი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 100 მლ ძმარი (9%)
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს/კ მარილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ქინძი
  • შავი წიწაკა

მომზადების წესი:

  1. პომიდორი ყუნწისგან გაწმინდეთ და რამდენიმე პატარა ნაჭერად დაჭერით. თუ პატარა ბოსტნეულია, მხოლოდ შუაზე გაჭერით. პომიდორი ცალკე თასში მოათავსეთ და გააჩერეთ, სანამ დანარჩენ ინგრედიენტებს მოამზადებთ.
  2. ხორცსაკეპი ან ბლენდერი დაგჭირდებათ. ტკბილი და ცხარე წიწაკა, ნიორი და ოხრახუში აურიეთ. კომპონენტები პიურეს მიღებამდე დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ.
  3. მიღებული ფაფა პომიდორს დაუმატეთ. ხახვის ნახევარგოლები, სანელებლები და თხევადი ინგრედიენტებიც დაუმატეთ. აურიეთ, თავსახური დაახურეთ და 2-3 საათით გრილ ადგილას გააჩერეთ. ამ დროში ბოსტნეული ბევრ წვენს გამოყოფს. დროდადრო აურიეთ, სანამ ამარინადებთ.
  4. სალათი ქილებში გადაანაწილეთ. ქვაბის ძირს სუფთა პირსახოცი ჩააფინეთ და ქილები გაასტერილეთ. ლიტრიანი ქილისთვის წყლის ადუღებიდან 40 წუთი საკმარისია, ხოლო ნახევარლიტრიანისთვის 20 წუთი. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და კარგად შეფუთეთ.
  5. სრულად გაგრილებული ქილები ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. რა თქმა უნდა, მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ, თუ თავისუფალი თარო გაქვთ. სალათი ოთახის ტემპერატურაზეც კარგად ძლებს, ამიტომ არ ინერვიულოთ. გარდა ამისა, კერძი იმდენად გემრიელია, რომ ბნელ კუთხეში დიდხანს არ გაჩერდება.

ასეთი პომიდვრის კონსერვი საცდელად მაინც მოამზადეთ. დარწმუნებული ვართ, მოგეწონებათ და ისევ და ისევ მის მომზადებას ისურვებთ. სალათი ხორციან კერძებს განსაკუთრებით უხდება. მაგალითად, წვნიან მწვადს ან სურნელოვან გრილზე მომზადებულ ხორცს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს