- შენ მახინჯი და მსუქანი ხარ. გარდა ამისა, არ შეგიძლია ბავშვის გაჩენა! – უყვირა ქმარმა. ნაჩქარევად ჩაალაგა თავისი ნივთები და კარი გაიხურა.
რამდენიმე კვირის შემდეგ კი კარინამ გაარკვია, თუ რატომ იზრდებოდა ნახტომებით მისი გაბარიტები. ის შვიდი თვის ორსული იყო! ქალი ოცდაორი წელი იყო გათხოვილი. ქმართან ერთად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად ჩხუბობდნენ, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო.უფალმა შვილები არ მისცა. დროთა განმავლობაში დაიღალა გაუთავებელი გამოკვლევებით და აბების ყლაპვით, ხელი ჩაიქნია. ამასობაში კი ქმარმა სხვასთან წასვლა გადაწყვიტა…
ქალი ბევრს მუშაობდა. სამსახურში გვიანობამდე რჩებოდა. ამზადებდა დეკლარაციებს, ანგარიშებს, პრეზენტაციებს.იმ საღამოს გვიან დატოვა ოფისი და მაშინვე ვერ შეამჩნია მთვრალი კომპანია, რომელიც უკან მისდევდა.ნასვამი ბიჭები თავს დაესხნენ და სარდაფში ჩაათრიეს. თავში მიყენებული დარტყმისგან გონება დაკარგა… გონს რომ მოვიდა, მთელი სხეული სტკიოდა, ძლივს ამოვიდა სარდაფიდან. სამსახურში აღარ წასულა, დასვენება და გამოჯანმრთელება სჭირდებოდა.რამდენიმე თვის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ქალის პირველი რეაქცია ცრემლები იყო. ატირდა და ვეღარ ჩერდებოდა. ის ბედნიერი იყო! მან უკვე კარგა ხანია დაკარგა დედად გახდომის იმედი და ტკივილის და შეურაცხყოფის ფასად მას ეს ბედნიერება ეწვია.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალმა შეამჩნია, რომ ერთი მეზობელი მას თვალებს არიდებდა. კარინა დააკვირდა და აღმოჩნდა, რომ ის ერთ-ერთ მოძალადეს ჰგავდა.შემდეგ ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და მეზობელთან მივიდა პატიების სათხოვნელად. ქალმა კი უბრალოდ გაიღიმა და უთხრა:
- არაუშავს, ღმერთი გაპატიებს შენს ცოდვებს!
რამდენიმე თვის შემდეგ კარინამ ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. ბევრმა დაგმო, რომ ამ ასაკში გადაწყვიტა დედა გამხდარიყო. ქალისთვის კი ეს ნამდვილი წვრილმანი იყო.როცა ბედნიერებას მთელი ცხოვრება ელოდები, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ასაკში გეწვევა?