ბოშა ბარონის მეუღლემ მაჩვენა, რას ამზადებს ყვავილოვანი კომბოსტოსგან დიდი ოჯახისთვის

0
4079

სასარგებლო ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულით უფროსებს და ბავშვებს ნამდვილად მოეწონებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი სტუმარი კომბოსტოზე ცხვირს იბზუებს. როგორ მოვიქცეთ? უარი ვთქვათ ასეთ საინტერესო და გემრიელ რეცეპტზე? რა თქმა უნდა, არა. მოამზადეთ ნაზი რულეტი კომბოსტოთი, რომელიც უმაღლეს ქებას აუცილებლად მიიღებს.

ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულით – ასეთი კომბოსტოს რულეტის შიგთავსი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, თუ ნერვიულობთ, რომ კერძის გემო საკმარისად ნოყიერი არაა. ამის გამოსწორება მარტივია. ბოსტნეულს ხორცი დაუმატეთ. მაგალითად, შემწვარი ქათმის ფილე ან ლორი. ნებისმიერი ყველი ან მწვანილი ზედმეტი არ იქნება.

რულეტის ინგრედიენტები:

  • 400 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 4 კვერცხი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 კონა კამა

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გ გაყინული ბოსტნეული
  • 200 გ ხაჭოს ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • პროვანსული სუნელი
  • მარილი
  • წიწაკა

ბოსტნეული ამ რეცეპტში შიგთავსის მთავარი ინგრედიენტია. ქათმის, სოკოს და ყველის ნარევი კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია. ქათმის ხორცი სოკოსთან ერთად შეწვით, ყველი დაუმატეთ და კომბოსტოს რულეტში გაახვიეთ. მაქსიმალურად სასარგებლო და გემრიელი გამოვა.

მომზადების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ, რადგან კომბოსტოს რულეტის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. სწრაფი ტემპებით იმოქმედებთ. ასეთი რულეტი საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ან სამსახურში წაიღოთ. ყვავილოვანი კომბოსტო ყვავილედებად დაყავით და მარილიან წყალში მოხარშეთ, კურკუმა დაუმატეთ.
  2. კომბოსტო დაახლოებით 10 წუთით ხარშეთ. ამ დროში კვერცხი მოამზადეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. გული ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ და წვრილად დაჭრილი კამა დაუმატეთ. ცილა თეთრი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  3. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო გააგრილეთ, შემდეგ პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. კომბოსტოს პიურეს ათქვეფილი კვერცხის გული დაუმატეთ და კარგად აურიეთ. თანდათან ცილა დაუმატეთ და სპატულით ფრთხილად აურიეთ. ფქვილიც ფრთხილად დაუმატეთ. საცხობ ფორმას (საშუალო სიღრმის) პერგამენტი დააფინეთ და ზეთი წაუსვით. ყვავილოვანი კომბოსტოს ქერქი 200 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.
  4. სანამ რულეტის საფუძველი მზადდება, შიგთავსს მიხედეთ. გაყინული ბოსტნეული ცოტა ზეთში შეწვით, სანელებლები და ხაჭოს ყველი დაუმატეთ. უმჯობესია, თუ ბოსტნეული ყველის დამატებამდე ოდნავ გაგრილდება.
  5. მზა ქერქი ღუმელიდან გამოიღეთ და მაშინვე შიგთავსი დაუმატეთ. რულეტივით სწრაფად დაახვიეთ, პერგამენტი დაიხმარეთ. მზა რულეტს პერგამენტი მოაშორეთ და კერძი გააფორმეთ.

ასე ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულით უნაზეს რულეტად გადაიქცევა. ზემოდან მაიონეზის წვრილი ბადით, შავქლიავის ნაჭრებით ან ზეთისხილით გააფორმეთ. თუ ხორცის შიგთავსს იყენებთ, ზემოდან წვნიანი ბეკონის ნაჭრები დაუმატეთ. მოკლედ, კერძი უმაღლესი ქების ღირსია. აუცილებლად სცადეთ მომზადება.