ხრიკი თავსახურით. როგორ გავწმინდოთ ჭუჭყიანი დივანი

0
12077

ყოველთვის, როცა მეგობართან სტუმრად მივდივარ, მისი ავეჯის სისუფთავე მაოცებს. დივანი წლების წინ იყიდეს, მაგრამ დღემდე ახალივით გამოიყურება. აღმოჩნდა, რომ საიდუმლო სწორად მოვლაშია. მეგობარმა მასწავლა, როგორ გავწმინდო დივანი მარტივად ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით. წარმოიდგინეთ, ქვაბის თავსახური დაგჭირდებათ.

როგორ გავწმინდოთ დივანი: ქვაბის თავსახური გამოიყენეთ – დროდადრო რბილ ავეჯს გაწმენდა სჭირდება. ამის გაკეთება გაცილებით მარტივია, თუ პატარა ქვაბის თავსახურს აიღებთ.

ასევე დაგჭირდებათ:

  • ნებისმიერი სარეცხი საშუალება
  • ვედრო წყლით
  • სუფთა ჩვარი
  • ხელთათმანი
  1. სარეცხი საშუალება ცხელ წყალში გახსენით. სარეცხი კაფსულა, ფხვნილი ან გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ქიმიური ნივთიერება ხელის კანის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ რეზინის ხელთათმანი გაიკეთეთ.
  2. ჩვარი საპნიან წყალში დაასველეთ, გაწურეთ და გაშალეთ. თავსახურს ისე შემოახვიეთ, რომ ჩვრის ბოლოები თავსახურის სახელურზე შეკრათ.
  3. ახლა მიღებული ხელსაწყო დივანს გადაატარეთ. ჭუჭყის დონის მიხედვით ჩვრის საპნიან წყალში რამდენჯერმე დასველება დაგჭირდებათ.
  4. ამის შემდეგ ვედროში სუფთა წყალი ჩაასხით. ჩვარი გამდინარე წყალში გარეცხეთ, რომ ფხვნილის ნარჩენები მოაშოროთ. შემდეგ სუფთა სველი ქსოვილი თავსახურს შემოახვიეთ და წინა ეტაპები გაიმეორეთ, რომ სარეცხი საშუალების ნარჩენები მოაშოროთ.

გახსოვდეთ, რომ სახლის დალაგებისას ფანჯრები ღია უნდა იყოს, რომ აორთქლილი ქიმია გარეთ გავიდეს.

რა უნდა გახსოვდეთ

  • ჭუჭყიანი დივნის გასაწმენდად ნაზი მოქმედების სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.
  • თუ დივანს ქსოვილის გადასაკრავი აქვს, წმენდისას ბოჭკოების მიმართულებით იმოძრავეთ.
  • ავეჯზე თეთრი ზოლები არ დარჩება, თუ გამოიყენებთ გამოხდილ წყალს, რომელშიც კირი არაა.
  • ყოველთვე დივანი მტვერსასრუტით გაწმინდეთ, რომ მტვერი და ნამცეცები მოაშოროთ. დივნისთვის განკუთვნილი სპეციალური საცმი გამოიყენეთ. ასე გადასაკრავი ნაკლებად გაცვდება.

როგორ გავწმინდოთ დივანი: ვამზადებთ სპეციალურ საშუალებას – ცხიმის ლაქების მარტივად მოსაშორებლად საწმენდი საშუალება თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. 4 ვარიანტი:

  • ნიშადურის სპირტი და უბრალო წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მასში სუფთა ჩვარი დაასველეთ.
  • 72%–იანი სარეცხი საპონი გამოიყენეთ. ააქაფეთ, წარმოქმნილი ქაფი ქსოვილს წაუსვით და ზედაპირი გაწმინდეთ.
  • სარეცხი საპნის, სოდის და წყლის ხსნარი მოამზადეთ. საშუალება ძალიან ჭუჭყიან ადგილს წაუსვით.
  • 5 ლ წყალი და 1 ს/კ ძმარი აურიეთ. ხსნარში ძველი ზეწარი ჩადეთ. მთელ დივანზე გაფინეთ და ჯოხით დაბერტყეთ.

თუ ნერვიულობთ, რომ რომელიმე ზემოთ მოცემული საშუალება გადასაკრავის ფერს გააფუჭებს, ჯერ დივნის უკანა მხარეს წაუსვით, რომ ნახოთ, რა რეაქცია ექნება ქსოვილს.

როგორც ხედავთ, დივნის გაწმენდა ძალიან მარტივია, თუ ხელმისაწვდომ ხელსაწყოებს და ეფექტურ საშუალებას გამოიყენებთ. სწორი მიდგომით კარგ შედეგს მიიღებთ და რბილ ავეჯს წლები კარგ მდგომარეობას შეუნარჩუნებთ.