ქმარმა დედას მოუყვა, რომ ფსიქიატრთან ვმკურნალობდი და დიდი ხნის გამავლობაში ვღებულობდი წამლებს

0
1993

წუხელ, როცა ჭურჭელს ვრეცხავდი, უცებ დედამთილმა დამიწყო გამოკითხვა, როგორ ვგრძნობ თავს, აბებს თუ ვსვამდი? ვუპასუხე, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი მაწუხებს.მაგრამ სინამდვილეში ძალიან გავბრაზდი. რატომ? იმიტომ რომ არ მინდოდა ვინმეს ამის შესახებ სცოდნოდა. ჩემი ქმარი დამპირდა, რომ არავის ეტყოდა. შემდეგ კი ადგა და დედას ყველაფერი მოუყვა. ეს არის ნამდვილი ღალატი.

საქმე იმაშია, რომ ძალიან ძლიერი დეპრესია მქონდა.მე და ვლადი 5 წელია რაც დავქორწინდით, მაგრამ ერთი წლის წინ გავხდით მშობლები. მქონდა სამი წარუმატებელი ორსულობა, რომელიც დასრულდა სპონტანური აბორტით. ყველაფერი კარგად იყო, უცებ, სისხლდენა დამეწყო და ბავშვი დავკარგე. უკვე მეგონა, რომ ვერასოდეს გავხდებოდი დედა. შემდეგ კი მეოთხედ დავორსულდი.თავიდანვე ყურადღების ქვეშ ვიყავი, ყველა აბი დავლიე, რაც ექიმებმა დამინიშნეს, სულ ვიწექი, მეშინოდა და ძალიან ვღელავდი, მშობიარობის ვადამდე მივედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შევძელი.

თითქოს, ბავშვის დაბადების შემდეგ ყველაფერი უნდა დალაგებულიყო,  მაგრამ პირიქით მოხდა. მე ფსიქოლოგიურად არ აღმოვჩნდი მზად იმისთვის, რომ დედა გავხდებოდი. არ წამიკითხავს როგორ უნდა მომევლო ბავშვისთვის, საბავშვო ნივთებსაც კი არ ვყიდულობდი: მეშინოდა, რომ რამე მოხდებოდა და დედა ვერ გავხდებოდი.რეალობისთვის მოუმზადებელი ვიყავი და საშინელი მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა.

კარგა ხანი დავდიოდი ფსიქოლოგთან, მაგრამ შედეგი არ მქონდა. შემდეგ კი დახმარებისთვის ფსიქიატრს მივმართე. მან წამლები გამომიწერა, დავიწყე მისი მიღება და დავმშვიდდი. მკურნალობამ შედეგი გამოიღო და თანდათან ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი.ბედნიერი ვიყავი, რომ დედა გავხდი, უკვე კარგად ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და ცხოვრება უკეთესი გახდა.

მაგრამ ცოტა ხნის წინ მე და ვლადს დიდი ჩხუბი გვქონდა. მათმა კომპანიამ გადაწყვიტა ახალი წლის აღნიშვნა სასტუმროში ღამისთევით, ცოლების გარეშე. რა თქმა უნდა, არ მომეწონა და არ მინდოდა ქმარი იქ წასულიყო. მაგრამ ის მაინც წავიდა, თქვა, რომ დარჩებოდა რამდენიმე საათი და დაბრუნდებოდა.შეუძლოდ ვიყავი, სიცხემ ამიწია და ვთხოვე ვლადს, რაც შეიძლება მალე მოსულიყო. დამპირდა, რომ  მოვიდოდა, მაგრამ არ მოვიდა. შემდეგ კი ტელეფონი გამორთო და მხოლოდ დილით ჩამოვიდა.

მე მას საშინელი სკანდალი მოვუწყვე. ვლადი განაწყენებული იყო ჩემზე და საუბარში დედას უთხრა, რომ ფსიქიატრთან ვმკურნალობდი.თავს ისე უხერხულად ვგრძნობდი. მან უბრალოდ მიღალატა! არაერთხელ ვთხოვე, რომ ამაზე არასდროს არაფერი ეთქვა…

როგორ ვიცხოვრებთ ახლა მასთან, არც კი ვიცი. ვეღარასდროს ვენდობი…