დედაჩემი 65 წლისაა და ამ ასაკში აპირებს გათხოვებას. სულ დაკარგა სირცხვილის გრძნობა და სინდისი!დედაჩემი უკვე მესამედ აპირებს გათხოვებას. პირველად ჩემი უფროსი ძმის მამაზე იყო გათხოვილი, მერე დაშორდნენ და ის მამაჩემს გაჰყვა ცოლად. ახლა კი მე და ჩემს ძმას მამინაცვალი გვიპოვა.
ის, რომ დედა უკვე ბებიაა, საქმრო კი 70 წლის, სულაც არ აწუხებს.მე მესმის, თუ ისინი უბრალოდ ერთად იქნებიან და იცხოვრებენ. მაგრამ რა აუცილებელია ხელის მოწერა და ქორწილი ?! რა საჭიროა ეს ცირკი?დედაჩემს ოთხი შვილიშვილი ჰყავს: ორი ჩემი შვილი და ორი ჩემი ძმის შვილი. როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, დედაჩემი აღმერთებდა მას. შემდეგ ძმას შეეძინა ვაჟი და ისიც ძალიან უყვარდა. მერე მეორედ გავხდი დედა, ჩემს ძმას კი მეორე შვილი შეეძინა. დედას უნდოდა ყველა შვილიშვილთან ყოფილიყო და ჩვენ მივეცით ეს შესაძლებლობა. დედაჩემს ვუყიდეთ პატარა სახლი, რომ ზაფხულში შვილიშვილებთან ერთად ყოფილიყო. ისიც ძალიან ბედნიერი იყო.
შემდეგ კი გაიცნო მეზობელი სოფელში. ის ასწავლიდა ბაღის მოვლას: როგორ და როდის უნდა დარგოს, როგორ მოუაროს… ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ იმ ზაფხულში ბებია უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა იმ ბაბუას, ვიდრე შვილიშვილებს. საღამოობით სასეირნოდ მიდიოდნენ მდინარეზე და ჩემს ქალიშვილს უნდა მოემზადებინა ვახშამი თავისთვის და სხვა ბავშვებისთვის.
ზაფხული რომ დასრულდა, დედა ქალაქში უნდა წამოგვეყვანა, მაგრამ უარი გვითხრა და აგარაკზე დარჩა. მან თქვა, რომ მოსავალს მოვლა სჭირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელ დროს მეზობელთან ატარებდა.ეს ბაბუა დის სახლში ცხოვრობს. მას საკუთარი სახლიც კი არ აქვს, რადგან რამდენიმე წლის წინ დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა.
გაზაფხულზე დედამ გვითხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. მე და ჩემი ძმა ვღელავთ მასზე, თან ამ ბაბუას პენსიის გარდა არაფერი აქვს, ყველა ახლობელი დაგვცინის.დედაჩემმა დაივიწყა შვილიშვილებიც. ზაფხულის დასაწყისში შეყვარებულები ორი კვირით წავიდნენ და ზღვისპირას ისვენებდნენ. დედაჩემის მეგობრებმა მითხრეს:
- დედაშენმა შვილიშვილები უკვე გაზარდა! ახლა კი იცხოვროს თავისი სიამოვნებისთვის!
მაგრამ ჩვენ არ გვიიძულებია შვილიშვილებთან დაჯდომა, თვითონ უნდოდა!ახლა კი აღმოჩნდა, რომ დედა და ბაბუა ოფიციალურად დაქორწინებას და ქორწილის გადახდას აპირებენ. მე არ მინდა ამ ქორწილში წასვლა. ძმა კი ამბობს, რომ დედას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროდ თვლის. მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ გულის სიღრმეში არც მას მოსწონს ეს ყველაფერი.
როგორ ავუხსნა დედაჩემს, რომ ამ და ამ ასაკში საშინელ სისულელეს აკეთებს?!