შპალერის პირები ერთმანეთს დაშორდა. ამ ხრიკით სიტუაციას გამოასწორებთ

0
418

თითქოს სამზარეულოში რემონტი ახლახანს გავაკეთეთ, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ამ წმინდა ადგილას აქტიური ცხოვრების ნიშნებს ნათლად დაინახავთ. ჩემი ოჯახი სამზარეულოში თავისუფალი დროის 60%–ს ატარებს. საწოლი რომ გავშალოთ, სხვა ოთახებში გასვლა საჭირო არ იქნება. სწორედ ამიტომ, როცა დავინახე, რომ სამზარეულოში შპალერის პირები ერთმანეთს დაშორდა, გული შემიწუხდა. პრობლემა სასწრაფოდ უნდა მომეგვარებინა. სანამ მეუღლე სახლში არ იყო, სამშენებლო მასალების მაღაზიაში წავედი. გამყიდველმა ბევრი სასარგებლო მასალა მირჩია. რამდენიმე მათგანი შევიძინე. სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ ჩემი აზრები გავუზიარე. გამოცდილ ეფექტური მეთოდებს გიზიარებთ.

რა ვიყიდოთ სამშენებლო მასალების მაღაზიაში – შპალერის პირები ისევ უხილავი რომ გახდეს, ზარმაცი დიასახლისი სახლში ორ სასარგებლო მასალას ინახავს. პირველ რიგში, ესაა ცვილის ფანქარი, რომლის გამოყენება ძალიან მარტივია. კედელსა და შპალერს შორის პირაპირი შეღებეთ და შპალერი ხელისგულით მიაკარით. ამავდროულად, შპალერებს შორის ხვრელი ამოავსეთ. ავეჯის მარკერიც ასე გამოიყენება, მაგრამ ამობურცულ შპალერს ვერ უშველის. ამ მასალას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: ფერების მწირი პალიტრა. თუ იშვიათი ფერის შპალერი გაქვთ, ყურადღება შემდეგ მეთოდებს მიაქციეთ.

შპალერის პირების დაშორებისას მეუღლე ავტოფარეხში მიდის – თუ ძალიან სავალალო სიტუაციაა (პირები დაშორდა, შპალერი ამოიბურცა), აკრილის ჰერმეტიკის ან ხის ფითხის გამოყენებას გირჩევთ. საჭირო ფერის მისანიჭებლად სამშენებლო მასალების მაღაზიაში წასვლა და ქოლორის შერჩევა მოგიწევთ. ამის შემდეგ ფითხი ან ჰერმეტიკი ქოლორს კარგად შეურიეთ. პირაპირი დანის გამოყენებით ნარევით ამოავსეთ. ზედმეტი ფერადი მასა სველი ღრუბლით მოაშორეთ. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერის ნარევის მომზადება უფრო რთულია, ვიდრე ღია ფერის. სწორედ ამიტომ, ქოლორი არ დაზოგოთ.