კლოშიანი შარვლის ჩაცმის წესები ახალგაზრდა და ასაკოვანი ქალებისთვის

0
177

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ქალის კლოშიანი შარვალი მოდის კვარცხლბეკზე ავიდა. საიდუმლო არაა, რომ მოდა ციკლურია. სწორედ ამიტომ, 90-იანი წლების სხვადასხვა ტრენდი ნელნელა ბრუნდება. მაგალითად, ახლა მოდაშია კლოშიანი შარვალი, დაბალწელიანი სამოსი და ქსოვილის თავსაბურავი. პროგრამის მთავარ ნაწილს დავუბრუნდეთ. შეიძლება რომ ფართო შარვალი ახალგაზრდა ქალს და გამოცდილ ლამაზმანს ერთნაირად ლამაზად მოერგოს?

კლოშიანი შარვალი – ასეთი შარვლის ჩაცმა ნამდვილად ყველას შეუძლია. სხეულის ფორმებს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. გაითვალისწინეთ, რომ კლოშიანი შარვლის სხვადასხვა სტილი არსებობს. ზუსტად ისე, როგორც განსხვავებული ლამაზი ქალები. მთავარია, მოირგოთ და აირჩიოთ ვარიანტი, რომელიც იდეალურად გიხდებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ ისწავლოთ ეს.

მოდური ვარიანტი – ზოგჯერ მოდური ტენდენცია შეიძლება სასაცილო იყოს. „ამ შარვალში ვგავარ ტრუბადურს  მულტფილმიდან „ბრემენელი მუსიკოსები“. რაღაც სისულელეა“ –პირველად ეს აზრი გაილვებს ქვეცნობიერად. პანიკას არ აყვეთ. მთავარია, რომ კლოშიანი შარვალი თქვენს ფორმებს მოარგოთ. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომელ სამოსს შეუხამებთ. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, მაინც შარვალია. გარდერობში მისი ჩართვა ფერადი ბუმბულის შარფის და ბრჭყვიალა ტოპების დამატებას არ ნიშნავს. ასეთ შარვალს ჩვეული ნივთები შეუხამეთ. მაგალითად, კლოშიანი შარვალი სამსახურის სტილში იდეალურად ჯდება. საქმიან პერანგთან და კარდიგანთან ერთად შეუდარებელი გამოვა.

ჩაცმულობის პალიტრა – ფართო შარვლის სხვადასხვა ვარიანტებს ყურადღება მიაქციეთ. შარვალი თეძოდან ან მუხლიდან შეიძლება ფართოვდებოდეს. შარვალი–პალაცო სრულად თავისუფალი შარვალია, ხოლო დამოკლებული „მეზღვაურის შარვალი“ შუა კოჭს ძლივს აღწევს. ჯინსის შარვალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ასეთი შარვლის წაგრძელებული ვარიანტები თანამედროვე მოდის ფავორიტია. შარვალი ფეხსაცმლის ნაწილსაც ფარავს, ამიტომ შესაფერისი ქუსლი უნდა შეურჩიოთ. სიტყვაზე, ეს წესი ფუმფულა ქალებისთვის აუცილებელია. ფეხს ვიზუალურად დააგრძელებს და რამდენიმე სანტიმეტრს შეგმატებთ. ვინაიდან ფუმფულა ქალებზე ვსაუბრუბთ. კლოშიანი შარვლის ჩაცმის არ მოგერიდოთ. მთავარია, „თქვენი“ ვარიანტი მოძებნოთ. რბილი ქსოვილის შარვალს ყურადღება მიაქციეთ. სხვადასხვა ნივთი მოიზომეთ და ნახეთ, რომელი უკეთ მოგერგებათ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, რომ სასაცილო ჩაცმულობა არ მიიღოთ.

კლოშიანი შარვალი ასაკოვან ქალზე – რასთან ერთად უნდა ჩაიცვან ფართო შარვალი ასაკოვანმა ქალებმა? ზოგადად, ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ შეუხამოთ. სვიტერი, ჰაეროვანი ქსოვილის მსუბუქი ბლუზი, პერანგი, როლინგი. ფერი შეიძლება იყოს ნებისმიერიმ პასტელურიდან ღია ვარიანტამდე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფერი სახეზე გიხდებოდეთ. კარდიგანს, ქალურ ჟაკეტს და ოვერსაიზ ქურთუკს გვერდს ვერ აუვლით. თუ სასეირნოდ წასვლას ან მეგობრების ნახვას აპირებთ, ნამდვილი „მეზღვაურის“ სტილი შეგიძლიათ შექმნათ. კლოშიანი შარვალი და დიდი ზომის ზოლებიანი სვიტერი. გარწმუნებთ, იმდენად მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვა, რომ 10 წელი მოგაკლდებათ. აქსესუარები არ დაგავიწყდეთ. საინტერესო შარფი, სამკაული, თმის სახვევი თქვენს სტილში აუცილებლად უნდა იყოს.