მე მქვია ნათია. ვარ 39 წლის. ჩემი ქმარი მრავალი წლის წინ გარდაიცვალა, ამის მერე აღარ გავთხოვდი და მარტომ გავზარდე ჩემი ქალიშვილი ელენე.მთელი ამ წლების განმავლობაში მე და ჩემი ქალიშვილი ძალიან მეგობრულად ვიყავით. ერთმანეთისგან საიდუმლო არ გვქონდა.ახლა ჩემი ელენე 20 წლისაა, სტუდენტი. მას ბევრი მეგობარი ჰყავს. ახლახან კი შეუყვარდა თავისი კურსელი ბექა.ჩემი ქალიშვილი იმდენად ბედნიერი იყო და ისეთი სიხარულითა და ენთუზიაზმით საუბრობდა ბექაზე, რომ ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. და მალე ელენემ ჩვენთან მოიპატიჟა ის.
ბექა ძალიან მომეწონა: ჭკვიანი და ხალისიანი ბიჭი იყო, კეთილგანწყობილი, კარგად აღზრდილი.ახლა ელენე ყველა საღამოს მასთან ატარებდა. მე კი მარტო ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა გავხალისებულიყავი: ვარცხნილობა შევიცვალე, ბევრი ლამაზი ტანსაცმელი ვიყიდე.ამასობაში, ელენეს და ბექას ჩხუბი მოუვიდათ. ქალიშვილმა თქვა, რომ მასთან ურთიერთობა აღარ სურდა, არ პასუხობდა მის ზარებს და შეტყობინებებს.
ერთხელ გოგონა მეგობართან წავიდა დასასვენებლად და ამ პერიოდში ჩვენთან ბექა მოვიდა, რომ დალაპარაკებოდა და შერიგებოდა. სახლში შევიპატიჟე და ჩაით გავუმასპინძლდი. ვისაუბრეთ, მეც ძალიან მინდოდა, რომ შერიგებულიყვნენ.არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ბექა ჩამეხუტა. ვერ გავუძელი და მალე საძინებელში გადავინაცვლეთ… შემდეგ კი ბექა და ელენე შერიგდნენ…მალე თავი ცუდად ვიგრძენი და ექიმთან წავედი. მეგონა ავად ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორსულად გახლდით. ზუსტად ვიცოდი, ვინ იყო ჩემი შვილის მამა…
ელენეს ვუთხარი, რომ ერთი მამაკაცი გავიცანი, მაგრამ დავშორდით და ახლა ორსულად ვარ. ბექა კი მაშინვე მიხვდა, რომ ამ ბავშვის მამა თავად იყო. მივახვედრე, რომ ყველაფერს საიდუმლოდ შევინახავდი.არ მინდა ხელი შევუშალო საკუთარ ქალიშვილს ბედნიერებაში. ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ჩემთან ცხოვრობენ.ძალიან ვღელავ, როცა ბავშვი დაიბადება, მამას არ ჰგავდეს.
არ ვიცი, რა მოუვა ჩემს ქალიშვილს, ამის შესახებ რომ გაიგოს. ბექა ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია ჩემს მიმართაც, რაც ქალიშვილს ძალიან არ მოსწონს.მეშინია, არ იჩხუბონ და ბექამ თქვას, რომ ჩემი შვილის მამაა.ძალიან მეშინია ჩემი საყვარელი ქალიშვილის დაკარგვის. გადავწყვიტე, ბავშვის გაჩენისთანავე სხვა ქალაქში გადავიდე საცხოვრებლად.
მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქალიშვილის ბედნიერებისთვის! როგორ ჩავიდინე ასეთი სისულელე?!