ეს როგორ გაუკეთა ჩემმა ძმამ ბებიას: მოატყუა, მისი ბინა მიითვისა და მოხუცთა თავშესაფარში წაიყვანა!

4017

ცხოვრებაში ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს ძმას ალექსის შეეძლო ამის გაკეთება. მაგრამ ეხლა გავიგე, თუ რა ყოფილა ის სინამდვილეში.მე მქვია მაშო. მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე შვილს ველოდებით. ძალიან კარგად ვართ, ვზრუნავთ ერთმანეთზე, არასდროს ვჩხუბობთ.ჩემი ბებია ჯერ კიდევ ცოცხალია, მარტო ცხოვრობს, ხშირად ვურეკავ და ვკითხულობ ხოლმე მის ამბავს. ერთ დღეს დავურეკე და ჩემი უფროსი ძმის ცოლმა აიღო ტელეფონი. მან თქვა, რომ ის და ლაშა ბებიასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. ბებია კი ახლა მეგობართან არის წასული.მართალი გითხრათ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და დედაჩემს დავურეკე. ადრე ლაშა და მისი მეუღლე დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ დედაჩემს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა რძალთან, რომელიც ცოტა არ იყოს, თავხედი იყო.დედამ თქვა, რომ მან სთხოვა ლაშას და მის მეუღლეს, ეპოვათ სხვა ბინა და გადასულიყვნენ. მათაც გადაწყვიტეს არ დაეხარჯათ ფული ქირაში და გადავიდნენ საცხოვრებლად ბებიასთან.

ჩვენს ბებიას აქვს პატარა ბინა გარეუბანში. მართალი გითხრათ, არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ცოლი, ქმარი, ბავშვი და მოხუცი ერთ ბინაში მოთავსებულიყო. ამიტომ, ჩემს ქმარს ვთხოვე, ბებიასთან წასულიყო და გაერკვია, რა ხდებოდა.ქმარი წავიდა და რომ დაბრუნდა თქვა, ბებია კარგად არისო. მე კი შინაგანად მაინც მოუსვენრად ვგრძნობდი თავს.ერთი კვირის შემდეგ მე თვითონ გადავწყვიტე ბებიასთან წავსულიყავი. რვა თვის ორსული ვარ და ეს მგზავრობა ძალიან გამიჭირდა. კარი ჩემი ძმის ცოლმა გააღო. არც უნდოდა ჩემი ბინაში შეშვება:

  • დედაშენს ჰგავხარ! მოდიხარ გაუფრთხილებლად! ჯერ უნდა დარეკო და მერე მოხვიდე სანახავად! – მითხრა ანამ.გავბრაზდი და ვუთხარი, რომ მასთან არ მივსულვარ, ბებიასთან მივედი, რომელიც აქ ცხოვრობს და ამისთვის ნებართვა არ მჭირდებოდა.

ბინაში შევედი და დავინახე, რომ არც ბებია იყო და არც მისი ნივთები. უცნაურად მეჩვენა, შემეშინდა კიდეც. აღმოჩნდა, ჩემმა ძმამ დაარწმუნა ბებია, რომ მათთვის ბინა გადაეცა და თავად მოხუცთა თავშესაფარში წასულიყო.სასწრაფოდ გავაჩერე ტაქსი და მოხუცთა თავშესაფარში წავედი ბებიას მოსაყვანად. გზაში დედაჩემს დავურეკე. თურმე დედაჩემმა ყველაფერი იცოდა და სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომ დედამთილი მოხუცთა თავშესაფარში წაეყვანათ.შოკირებული ვიყავი იმით რაც ხდებოდა. ბებია ჩემს სახლში მოვიყვანე, მაგრამ ჩემს ქმარს ეს საერთოდ არ გაუხარდა.

  • რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ბოლოს და ბოლოს, ბინას შენ მაინც არ გიტოვებს! – მითხრა ჩემმა ქმარმა.
  • ნუთუ, მართლა ფიქრობ, რომ ბებიას მხოლოდ ბინის გულისთვის მოვუვლი? – ძალიან ვიჩხუბეთ, რადგან მივხვდი მომატყუა, როცა თქვა, ბებია კარგად იყო.

ქმარმა ნივთები ჩაალაგა და მშობლებთან წავიდა. უნდა ამერჩია – ან ის, ან ბებიაჩემი. არ ვიცი რა გავაკეთო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბებიას ვერ დავტოვებ.მეორე დღეს მივედით ადვოკატთან, რათა როგორმე მოეგვარებინა ბინასთან დაკავშირებული პრობლემა. დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ მინდობილობის გაუქმება. ახლა ბებია თავის ბინაში ცხოვრობს, მაგრამ აღარ ვენდობი ჩემს ქმარს და მინდა დავშორდე.

ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ საერთოდ აღარ სურდა ჩემთან ურთიერთობა. არ ეგონა, რომ ასეთი საშინელი და ჰყავდა.მე ვარ საშინელება?! თითონ არ მოექცა ბებიას უსინდისოდ??? დედაც გაბრაზებულია…სულ რაღაც ერთ კვირაში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველაფერი სწორად გავაკეთე!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს