4 მეთოდი, როგორ შევინახოთ არომატული მწვანილი ზამთრისთვის

0
881

ზამთარში სუპერმარკეტებში ბოსტნეულის დახლები შესამჩნევად ღარიბდება. მრავალფეროვანი ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილი, რომელიც ვიტამინებით სავსეა, აღარაა. არადა საზაფხულო ვიტამინების ზამთარში მიღება ძალიან გვსურს! სწორედ ამიტომ, ყოველ ზაფხულს მწვანილს ზამთრისთვის აუცილებლად ვინახავ. გიზიარებთ 4 ვარიანტს, როგორ შეინახოთ ახალი მწვანილი. ზამთარში გემრიელი ისპანახის კრემსუპი, პასტა მწვანე სოუსით, ახალი სალათი ან მარინადი ხორცისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ. ყველა ვიტამინი შენარჩუნებულია. Paparazzi გიამბობთ, როგორ შეინახოთ მწვანილი ზამთრისთვის.

4 ვარიანტი, როგორ შეინახოთ მწვანილი

1. ხახვი კუბებში

ინგრედიენტები:

  • 100 გ მწვანე ხახვი
  • 40 გ კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. ხახვის მწვანე ღეროები და კამა დაჭერით. მარილი, ლიმონის წვენი და მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. ინგრედიენტები ფაფის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. მწვანე მასა ყინულის კუბებში ჩაასხით, პარკში გაახვიეთ და საყინულეში სრულ გაყინვამდე შეინახეთ.
  3. გაყინული კუბები პარკში მოათავსეთ და ზამთრამდე შეინახეთ. ასეთი კუბები შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანს, სოუსს და სხვა კერძს.

2. კამის პასტა

ინგრედიენტები:

  • 500 გ კამა
  • 0,5 ლიმონი
  • 5 კბილი ნიორი
  • 20 გ მდოგვი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 20 გ მარილი

მომზადების წესი:

  1. კამა დაჭერით და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი, მდოგვი და მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. ინგრედიენტები ათქვიფეთ.
  2. მასა სტერილურ ქილაში გადაიტანეთ და თავსახური დაახურეთ. კამის პასტა მაცივარში შეინახეთ.
  3. კამის პასტაში თევზი და ხორცი შეგიძლიათ დაამარინადოთ, არომატულ სოუსად გამოიყენოთ.

3. ისპანახის კუბები

ინგრედიენტები:

  • ისპანახი
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ისპანახი დაჭერით, ცხელი წყალი დაასხით, აურიეთ და 1 წუთით გააჩერეთ.
  2. მწვანილი საწურზე გადაიტანეთ და ცივი წყლით გარეცხეთ.
  3. ხელით ბურთები ან კუბები გააკეთეთ. პარკი დააფარეთ და მთელი ღამით საყინულეში შეინახეთ.
  4. ბლინების, პასტის ან სოუსის მოსამზადებლად გამოგადგებათ.

4. მწვანილის ნარევი

ინგრედიენტები:

  • 200 გ ოხრახუში
  • 400 გ კამა
  • 200 გ მწვანე ხახვი

მომზადების წესი:

  1. მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა დაჭერით, ინგრედიენტები აურიეთ.
  2. ცარიელი ბოთლები ან პარკები მწვანილის ნარევით გაავსეთ და საყინულეში შეინახეთ.
  3. ამ რეცეპტით გაყინული მწვანილი ფორმას ინარჩუნებს, ამიტომ სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ.

სანამ მწვანილს ზამთრისთვის გაყინავთ, მოამზადეთ. მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და ისპანახი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ.