ამ ბოლო დროს, ნიკოლოზს ეჩვენებოდა, რომ მის მეუღლეს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ფიქრობდა, რომ მას უკვე სჭირდებოდა სასმენი აპარატის ყიდვა, მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა ამის შესახებ, რომ არ წყენოდა.
რჩევისთვის ოჯახის ექიმს მიმართა. მან ურჩია:
- -თქვენ უნდა დაუსვათ მეუღლეს ერთი და იგივე კითხვა, მაგრამ განსხვავებული მანძილიდან. უნდა დაიწყოთ 12 მეტრიდან და მიუახლოვდეთ სანამ ცოლი არ უპასუხებს კითხვას.მეორე დღესვე ნიკოლოზმა გადაწყვიტა ამ ტესტის ჩატარება. ის სხვა ოთახში იყო, დაახლოებით 12 მეტრის დაშორებით და ჰკითხა:
- -რას მივირთმევთ საღამოს?ცოლმა არ უპასუხა. ნიკოლოზი სამი მეტრით მიუახლოვდა და კითხვა გაიმეორა. ცოლმა ისევ არ უპასუხა. შემდეგ კიდევ მიუახლოვდა მას სამი მეტრით და ჰკითხა:
- -ძვირფასო, რა გვაქვს ვახშმად?ცოლი ისევ ჩუმად იყო. ბოლოს მამაკაცი ძალიან ახლოს მივიდა, დადგა მის უკან და ჰკითხა:
- -საყვარელო, რა გვაქვს ვახშმად?
- -ძვირფასო, მე უკვე მეხუთე გიპასუხე: ვამზადებ შენს საყვარელ შემწვარ ქათამს და კარტოფილს!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს