პოლონეთში ძვირადღირებული სასტუმროს მოახლე ფარდას კარნიზიდან  ჩამოუხსნელად წმენდს

0
197

ფარდების გარეცხვა იმდენად ხანგრძლივი და მძიმეა, რომ ფანჯარასთან მიახლოებაც არ გვსურს. ვფიქრობთ, რომ 6 თვეში ერთხელ მისი გარეცხვა საკმარისია. სინამდვილეში, ფარდა, ტიული გაცილებით მეტ მტვერს აგროვებს, ვიდრე გგონიათ. ამას ღია ფანჯარა და დაბინძურებული ჰაერი ხელს უწყობს. Paparazzi გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ მტვერს ისე, რომ ფარდა ყოველდღე არ გარეცხოთ და ჩამოხსნათ.

ფარდის წმენდა – ხანგრძლივ რეცხვაზე, გაშრობასა და დაუთოებაზე დროის დაზოგვაში ჩვეულებრივი ორთქლის უთო დაგეხმარებათ. თუ ასეთი მოწყობილობა გაქვთ, საქმე ქუდშია. ის უსარგებლო ზედმეტ მტვერს და შესაძლო მავნებლებს მოაშორებს. ეს ნამდვილად პრობლემაა, რადგან მტვრის ტკიპა არსად გამქრალა. ფარდის ბოლოები შეიძლება ძლიერ დაბინძურდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში კატა ან ძაღლი ცხოვრობს. ორთქლის უთო ფარდას ზემოდან ქვემოთ გადაატარეთ და ჩათვალეთ, რომ სუფთაა. 2 მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. დარწმუნდით, რომ ქსოვილი მაღალ ტემპერატურას გაუძლებს და არ დაზიანდება. გარდა ამისა, ქსოვილი არ უნდა გახუნდეს.

სხვა ვარიანტი – ფარდის წმენდის მეორე მეთოდი ჩვეულებრივი მტვერსასრუტია. როგორც ამბობენ, იაფად და ხალისიანად. მით უფრო, ორთქლის უთო ძვირი ღირს და ყველას არ აქვს. აი, მტვერსასრუტი სახლში თითქმის ყველას აქვს. საკითხი თითქმის მოგვარებულია. „ნუთუ არ შეიწოვს ქსოვილს შიგნით?“ – შეიძლება დასვათ გონივრული კითხვა. თუ ფარდის საწმენდი სპეციალური საცმი არ გაქვთ, მაშინ ხრიკის მოძებნა მოგიწევთ. არ იდარდოთ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეფექტის გასაძლიერებლად და შეწოვის ძალის შესამცირებლად მტვერსასრუტის საცმის სველი ჩვარი გადააფარეთ. გამოდის, რომ ფარდა პატარა ქსოვილის ტომარაში მოხვდება.

მეტი სარეცხი საშუალება – ფარდა სწრაფად რომ გაწმინდოთ, სველი ჩვარი გამოიყენეთ. საწმენდი ხსნარის მოსამზადებლად სარეცხი გელი და თბილი წყალი აურიეთ. ჩვარი დაასველეთ და კარგად გაწურეთ. ჩვარი ძალიან სველი არ უნდა იყოს. ფარდები ზემოდან ქვემოთ მიმართულებით ფრთხილად გაწმინდეთ.

ფარდის წმენდა სწრაფად – სველი ჩვარი კიდევ ერთი ექსპრეს დალაგების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ყოველ კვირა შეგიძლიათ გაწმინდოთ. საკმაოდ საინტერესო ვარიანტია. მტვერი თვეობით არ დაგროვდება, ხოლო ბინადრები მტვერს არ ისუნთქებენ. თან სწრაფად და მარტივად დაალაგებთ. საპნიან ხსნარში დასველებული ჩვარი პატარა რულეტივით დაახვიეთ. გირჩევთ სუფთა პირსახოცი აიღოთ და კარგად გაწუროთ. ზედმეტი წყლის მოშორების შემდეგი ფარდების ზემოდან ქვემოთ გაწმენდა დაიწყეთ. ფარდები პირსახოცით დაბერტყეთ. ასე ზედმეტი მტვერი პირსახოცზე დარჩება ან იატაკზე დაიყრება. ეს პრობლემა არაა, რადგან ფარდების გაწმენდის შემდეგ იატაკი შეგიძლიათ მოწმინდოთ. მტვერს შანსი არ დარჩება. საინტერესო და სასარგებლო ხრიკებია. ალბათ, ყველას გამოაგდება, ვინც სისუფთავეს და სუფთა ჰაერს აფასებს. მაგალითად, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. გვსურს, რომ სახლი სისუფთავით ბრწყინავდეს. ასეთი რჩევები ყველაზე დაღლილ დიასახლისსაც დაეხმარება.