თელ-ავივის ბაზრობაზე გამყიდველმა მასწავლა, როგორ შევინახო კამა ახალ წლამდე

0
4009

როგორ შევინახოთ ახალი კამა დიდხანს? არომატული მწვანილი თითქმის ნებისმიერი ხორცის ან თევზის კერძს, წვნიანს და სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ. გასაგებია, რომ გაყინვის და გახმობის გარეშე ახალი კამის შენახვა გვსურს. ეს შესაძლებელია? თავს ზემოთ ძალა არააა. თუ მწვანილი სამუდამოდ არ ინახება, მაშინ არაფერი გამოვა. თუმცა კამის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ერთი საიდუმლო არსებობს და Paparazzi ამის შესახებ გიამბობთ.

ახალი კამა – პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა ვადით გჭირდებათ მწვანილის შენახვა. მცირე დროით ვედრო წყალი საკმარისია. კამა მაცივარში წყალში უნდა ინახებოდეს. ზოგიერთ მაღაზიაშიც მწვანილი წყალში ინახება. პატარა ჭურჭელში წყალი ჩაასხით და დადგით სადმე, სადაც არ დაიღვრება, მასში კამა ჩადეთ. მწვანილი 1 კვირა ნამდვილად გაძლებს.

დიდხანს შენახვა – ახალი კამის დიდხანს შესანახად მინის ქილა გამოგადგებათ. კამა და ქილა კარგად გარეცხეთ. მსხვილი ღერო მოაშორეთ. მსხვილი ღერო არ გჭირდებათ და შეგიძლიათ გადააგდოთ. მწვანილის მხოლოდ თხელი ნაწილები გარეცხეთ და ქაღალდით გაამშრალეთ. გაითვალისწინეთ, რომ გარეცხილი კამა უბრალოდ უნდა გააშროთ, მაგრამ მზეზე არ გაახმოთ. ასე გაცილებით ცუდი გემო ექნება. ქილა გარეცხეთ და გაამშრალეთ ისე, რომ წვეთი სითხე არ დარჩეს. კამა ქილაში ჩადეთ და თავსახური დაახურეთ. მრავალჯერადი თავსახური გამოიყენეთ. ქილაში ბევრი მწვანილი უნდა შეინახოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. კამის ჩატუმბვა არ ღირს. ესეც ახალი მწვანილის შენახვის საიდუმლო. ასე კამა 2–3 თვე გაძლებს, რაც კარგი შედეგია.

ახალი ვარიანტები – ყველა არ ფიქრობს, თუ როგორ შეინახოს მწვანილი მაცივარში. მწვანილი შეიძინა, სახლში მიიტანა და უბრალოდ თაროზე დადო. არადა სწორად შენახული მწვანილი თითქმის 3 კვირა არ გაფუჭდება. ნამდვილად კარგი პერსპექტივაა. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ. ნებისმიერი მწვანილის ვადის გახანგრძლივებაში პირსახოცი დაგეხმარებათ. ქსოვილი ნამიანი, მაგრამ არა სველი უნდა იყოს. მწვანილი გარეცხეთ, ზედმეტი ნაწილები მოაშორეთ, შემდეგ პირსახოცში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. დროდადრო პირსახოცი წყლით დანამეთ. მწვანილი პლასტმასის კონტეინერშიც სითხის დამატების გარეშე შეგიძლიათ შეინახოთ. კამა, ოხრახუში ან ნებისმიერი სხვა მწვანილი მოამზადეთ. პლასტმასის ჭურჭელი გარეცხეთ და გაამშრალეთ, თუ აუცილებელია. კონტეინერის ძირში ქაღალდი ან სალფეთქი ჩააფინეთ. ზემოდან მწვანილი დააწყვეთ. ასე 3 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ.

როგორ შევინახოთ ახალი კამა? – მწვანილი მაცივარში რომ არ გახმეს, მისი ამობურცული ნაწილები როგორმე უნდა დაფაროთ. მაგალითად, თუ მწვანილი წყლიან ჭიქაშია, ზემოდან პარკი დააფარეთ და რეზინით დააფიქსირეთ. ამ საქმისთვის ფოლგაც გამოგადგებათ. ფოლგა ისე გადაჭერით, რომ ბოლოებში ცოტა ადგილი დარჩეს. მწვანილი ფოლგაში მოათავსეთ, კიდეები კანფეტივით გადაგრიხეთ. ასე ახალ კამას დიდხანს შეინახავთ.