ცოცხალი ქმრის გვერდით თავს ქვრივად ვგრძნობ. ის ყველას ეხმარება, მაგრამ სახლში არაფერს აკეთებს

1333

რატომ ვამბობ ასე? იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ყველას ეხმარება, მაგრამ ჩვენს სახლში რაღაცის გაკეთებას ვერც აკადრებ! სამსახურიდან ბრუნდება და ამბობს, რომ ძალიან დაღლილია. მაგრამ თუ ნათესავი, ან მეგობარი დაურეკავს და დახმარებას სთხოვს, წამოხტება და გარბის დასახმარებლად, დაღლილობა მყისიერად ავიწყდება.მე და გიას ოთხი წლის ვაჟი გვყავს. იშვიათად ვხედავთ ქმარს და მამას ოჯახში. მას უბრალოდ არ აქვს საკმარისი დრო და ენერგია ჩვენთვის. ან სამსახურშია, ან ვინმეს ეხმარება.

მაგრამ ეს არის ცალმხრივი ქმედება: როცა ჩვენ დაგვჭირდა დახმარება, ძლივს ვიპოვეთ ის, ვინც დაგვთანხმდებოდა და თან ფულის სანაცვლოდ.ბევრი ვიჩხუბე!ჩემს ქმარს ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავს და ყოველთვის ყველას ეხმარება. არასოდეს არავის უარს არ ეუბნება. ქორწილის მეორე დღესვე მეზობელს მანქანის შეკეთებაში დაეხმარა, შვილთან ერთად სამშობიაროდან ვერ წამომიყვანა – მეზობელს კანალიზაციის მილი გაუსკდა…როდესაც ჩვენი ონკანი გასკდა, ქმარი სამსახურში იყო და მითხრა, რომ სანტექნიკოსი გამომეძახებინა. საბავშვო ეტლის ამოტანაში უცხო კაცები მეხმარებოდნენ, კარნიზები სახლში ხელოსანმა დაკიდა.

სად იყო ამ დროს ჩემი ქმარი? ის უბრალოდ ეხმარებოდა სხვებს სრულიად უანგაროდ! ამის გამო მუდმივად ვჩხუბობდით.ცოცხალი ქმრის გვერდით ქვრივად ვგრძნობ თავს. ეს ნორმალურია?! დაბალი ხელფასი აქვს, სახლში თითქმის არ არის, მხოლოდ ჭამა და გარეცხვა უნდა! რაში მჭირდება ასეთი ქმარი?!დავემუქრე, რომ გავშორდებოდი, თუ ასე გააგრძელებდა, შეეშინდა და გამოსწორებას დამპირდა. მე მას ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა მივეცი.ვნახოთ, რა გამოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს