ქალიშვილმა უთხრა დედას, რომ სანამ ვალებს არ გადაიხდიდა, სახლში არ შეუშვებდა

0
2477

ჩემი მეზობელი ანანო 57 წლისაა. ახლა მას საცხოვრებელი აღარ აქვს და ჩემთან ცხოვრობს. რატომ მოხდა ასე? ის მრავალი წელი ქსელური მარკეტინგით იყო დაკავებული. ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და კარგი ფულიც გამოიმუშავა.

მაგრამ შემდეგ პანდემია დაიწყო, ანანოს შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა და გაუჭირდა. შემდეგ თავისი ქალიშვილისგან ისესხა ფული ერთხელ, ორჯერ…ანანო მიჩვეული იყო ხელგაშლილ ცხოვრებას და ძალიან სწრაფად შემოეხარჯა ნასესხები ფული.ნინო ცდილობდა აეხსნა დედისთვის, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრება, მაგრამ დედა არ უსმენდა და განაგრძობდა ლაღად ფლანგვას.

ასე რომ, დედა-შვილს შორის გაჩნდა კონფლიქტი და ერთ დღესაც,  როდესაც ანანო მაღაზიაში წავიდა მორიგ შოპინგზე, ნინომ კარი ჩაკეტა და სახლში დაბრუნებულ დედას აღარ გაუღო:

  • არ შემოგიშვებ ბინაში, სანამ არ გადაიხდი ყველა ვალს!

ანანო დიდხანს ეხვეწა ქალიშვილს, რომ შეეშვა სახლში, მაგრამ ნინომ ეს არ გააკეთა.მერე მე გავიგე ეს ამბავი, შემეცოდა და ნება მივეცი, ცოტა ხანი ჩემთან ეცხოვრა. მესმის ნინოსი: მუშაობს დილიდან საღამომდე, დედა კი ფლანგავს მის ფულს და უარს ამბობს დაზოგვაზე.თუმცა, დედაც მეცოდება.

რა იქნება შემდეგ, არც კი ვიცი. დაველოდოთ და ვნახოთ.