საყვარელი მამაკაცი მარწმუნებდა, რომ ვუყვარდი და ჩემგან შვილი უნდოდა, მაგრამ ახლა, როცა ორსულად ვარ, სურს, რომ ბავშვი მოვიშორო.

494

ახლა ოცდაექვსი წლის ვარ. ერთი წლის წინ გავიცანი მამაკაცი, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსია და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის და ხშირად გვქონოდა ურთიერთობა.თავიდანვე ვუთხარი ედუარდს, რომ თუ დავორსულდებოდი, აბორტს არ გავიკეთებდი. ის თანახმა იყო და მითხრა, რომ ძალიან სურდა ჩემგან ქალიშვილი, რადგან უკვე ჰყავს ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

ედუარდი სულ მეუბნებოდა, რომ მალე დავქორწინდებოდით და თავის ქვეყანაში წამიყვანდა საცხოვრებლად. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ დავორსულდი. როცა ედუარდს ეს ამბავი ვუთხარი, აბორტის გაკეთება მომთხოვა!

  • რა აბორტი? მე ხომ ძალიან მიყვარხარ და შენგან შვილი მინდა?
  • უკანონო შვილი საშინელი ცოდვაა! მე კი ჯერ ვერ მოგიყვან ცოლად. დიდ ფინანსურ პრობლემებში ვარ!

უბრალოდ შოკში ვიყავი. მანამდე არაფერი უთქვამს ფინანსურ პრობლემებზე. ის მხოლოდ მაშინ გაჩნდა, როცა ვთქვი, რომ ორსულად ვიყავი.მივხვდი, რომ ედვარდი იტყუებოდა. მან უბრალოდ მიღალატა და მორჩა.ამის მერე თითქმის აღარ ვურთიერთობთ, ხანდახან რეკავს და ეგა არის. თავიდან დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე.

ბავშვს აუცილებლად გავაჩენ, ჩემს შვილს არ მოვკლავ და ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი.მაშინაც კი, თუ ედვარდი ფინანსურად არ დამეხმარება, არ დავიკარგებით. ჩემს შვილს მარტო გავზრდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის კარგ ადამიანად გაიზარდოს.

მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერც ერთ მამაკაცს ვეღარ ვენდობი. მხოლოდ ჩემს თავის იმედი უნდა მქონდეს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს