„მოგვშორდი, მსუქანა ძროხავ“. გოგონა 120 კგ-ს იწონიდა და ისე დაიკლო, რომ მისი ცნობა გაგიჭირდებათ

297

ვფიქრობ, ქალების უმეტესობა ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, რომ დიეტა დაეცვა. ზოგს რამდენიმე კილოგრამის მოშორება სურს, ზოგს კი სერიოზულად საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევას ყველა ვერ ახერხებს.

ავსტრალიაში, კუინზლენდში მცხოვრებმა გოგონამ, ჯოზეფინა დესგრანდმა წონის განახევრება შეძლო. პირადად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ გოგო მხოლოდ 17 წლისაა და გახდომა მხოლოდ 1 წელში შეძლო.

სულ ცოტა ხნის წინ ჯოზეფინა 122 კგ-ს იწონიდა.

ახლა იმდენად დაიკლო, რომ შეუძლია ძველ ჯინსებში შეყვარებულთან ერთად ჩაეტიოს.

გოგონას ასეთი მდგომარეობის მიზეზი საკმაოდ ბანალურია: ის ყოველთვის ბევრს ჭამდა და არ ვარჯიშობდა!

ჯოზეფინამ წონაში დაკლება გადაწყვიტა, როცა თანატოლების დაცინვის ატანა აღარ შეეძლო. მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი დაეწყო.

ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად რაციონიდან შაქარი სრულად გამორიცხა და ნახშირწყლების მიღება მკვეთრად შეამცირა. რა თქმა უნდა, სპორტის დავიწყება არ შეიძლება.

ახლა გოგონას წონა დაახლოებით 6 კგ-ს შეადგენს!

„ყოველთვის ღორმუცელა ვიყავი. უფრო მეტიც, საკვებს გასაოცარი სიჩქარით ვჭამდი, ოჯახური სადილობის დროს ჭამას ყოველთვის პირველი ვამთავრებდი…“ – ჰყვება ჯოზეფინა.

„ჭარბი წონა არა ერთ დისკომფორტს იწვევდა. მაგალითად, ტანსაცმლის შეძენა არ მიყვარდა, რადგან მიწევდა იმ მაღაზიებში შესვლა მიწევდა, სადაც ჩემი თანატოლები არ დადიოდნენ“ – აგრძელებს გოგონა.

როგორც ჯოზეფინა ამბობს, ერთხელ სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ირწმუნებოდა, რომ შაქარი ისეთივე მიჩვევას იწვევს, როგორც ნარკოტიკი. შესაძლოა, ეს სიგიჟეა, მაგრამ ჯოზეფინას შაქარზე უარის თქმა ძალიან უჭირდა. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ სურვილის დაოკებით შეძლო.

ახლა ჯოზეფინას ცნობა უბრალოდ შეუძლებელია. მან გვაჩვენა, თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება, თუ კონკრეტულ მიზანს დაისახავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს