ვინეგრეტი მწნილი კიტრით და კარტოფილის გარეშე უფრო მსუბუქი გამოდის. დიეტური სალათი

0
464

ცოტა ხნის წინ გავიგე, როგორი გემრიელია ვინეგრეტი კარტოფილის და სტაფილოს გარეშე. დიახ, ზოგიერთი დიასახლისი ჩვენს საყვარელს სალათს სტაფილოს გარეშე ამზადებს. ვინეგრეტი ნოყიერი კარტოფილის გარეშე შესანიშნავი ვარიანტია, თუ სისხლში შაქრის მკვეთრ რყევებს ერიდებით. სალათი, რომელიც სხეულის ფორმებს და კარგ განწყობას იცავს! ჩემი დეიდაშვილი ვინეგრეტს მწნილ კიტრს და ქაშაყს უმატებს. ახლახანს მესამე ბავშვი გააჩინა. რა თქმა უნდა, მეძუძური დედისთვის ასეთი დელიკატესი ნებადართული არაა. როგორც კი, ბავშვი წამოიზარდა და ექიმმა უფლება მისცა, მაშინვე ვინეგრეტის მომზადება დაიწყო. ფრანგული სახელის მქონე სალათის დიდი გულშემატკივარია. „მსუბუქი სუნთქვა“. ასე უწოდებს ჩემი დეიდაშვილი ვინეგრეტს კარტოფილის გარეშე. სალათს ბალზამირებული ძმრით კაზმავს, ძალიან არომატული გამოდის. Paparazzi კერძის დეტალურ რეცეპტს გიზიარებთ. მსუბუქი სალათი მიირთვით და თითქმის მაშინვე გახდებით. დღევანდელ რეცეპტში კარტოფილი არა, მაგრამ სტაფილო მაინც შედის.

ვინეგრეტი მწნილი კიტრით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭარხალი (საშუალო)
  • 6 სტაფილო
  • 2 ქილა დაკონსერვებული ლობიო
  • 1 ქილა მწვანე ბარდა
  • 2 ხახვი (საშუალო)
  • პატარა კონა მწვანე ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 4 მწნილი კიტრი
  • მჟავე კომბოსტო
  • არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
  • მწვანილი
  • მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი და სტაფილო გათალეთ. ფოლგაში გაახვიეთ და ღუმელში მომზადებამდე აცხვეთ. დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. თუ ჭარხალი მსხვილი და უხეშია, შეიძლება 1,5 საათი დასჭირდეს. ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. უმი გათალეთ, ხოლო გამომცხვარი დაჭერით, ასე უფრო ადვილია.
  2. ხახვი პატარა კუბებად დაჭერით და შეწვით. ბოლოს წვრილად დაჭრილი ნიორი დაუმატეთ და ხახვთან ერთად არომატისთვის შეწვით.
  3. მწნილი კიტრი კუბებად დაჭერით. დაჭრილი ბოსტნეული, კომბოსტო, ბარდა და ლობიო აურიეთ. სხვათა შორის, ბარდა და ლობიო დამოუკიდებლად შეგიძლიათ მოხარშოთ. ასე 1000–ჯერ უფრო სასარგებლო გამოვა. ნარევს შემწვარი ხახვი დაუმატეთ. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და ვინეგრეტს დაუმატეთ.
  4. მწვანილი წვრილად დაჭერით. ოხრახუში, კამა ან ქინძი გამოიყენეთ. სალათს ზეთი მოასხით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ესეც ასე, მსუბუქი დახვეწილი სალათით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. ჭვავის პურთან და ცივ ცქრიალა ღვინოსთან შესაფერისია.

რით ჩავანაცვლოთ კარტოფილი ვინეგრეტში – კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კოლრაბის კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო). ისიც კუბებად უნდა დაჭრათ. ბევრი დიასახლისი სალათს სიმინდს უმატებს. ძალიან საინტერესო ვარიანტია, ამ შემთხვევაში ბარდა აღარ გჭირდებათ. ბევრი წერს, რომ ვინეგრეტი მაიონეზით უყვარს. ექსპერიმენტები ჩაატარეთ.