სანამ მე ექვსი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ჩემმა ქმარმა სხვა ქალი იპოვა.

3238

მე მქვია ვალენტინა. მყავს ქმარი და ორი შვილი: ვაჟი და ქალიშვილი. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით, მაგრამ მუდმივად არ გვყოფნიდა ფული.ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ოჯახის, მისი კეთილდღეობისა და შვილების მომავლისთვის სხვა ქვეყანაში წავსულიყავი სამუშაოდ. თავიდან მხოლოდ ერთი წელი ვაპირებდი იქ ცხოვრებას. ვიფიქრე, რომ ფულს შევაგროვებდი და სახლში დავბრუნდებოდი. ბავშვები იზრდებიან, მათ უნდა ისწავლონ, დაქორწინდნენ, გათხოვდნენ. ამ ყველაფერს ხომ ფული სჭირდება?

სამუშაოდ წავედი იტალიაში. საშინელი ბებიის მოვლა მომიწია. ის იყო ძალიან კაპრიზული და მომთხოვნი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ოჯახის გულისთვის გავუძელი. მერე მეორე სამსახური ვიშოვე: ღამით იატაკებს ვწმენდდი ოფისში. ძალიან ცოტა მეძინა, დღე-ღამეში მხოლოდ ხუთი საათი.ასე რომ, ერთი წელი ვიმუშავე. მერე ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ჯობდა კიდევ დავრჩენილიყავი, რადგან ფული არ გვეყოფოდა. მე დავთანხმდი. ასე გავიდა ერთი წელი, შემდეგ მეორე, შემდეგ კიდევ ერთი…

საერთო ჯამში, ექვსი წელი გავიდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი და მუდმივად ვუგზავნიდი მთელ ფულს ჩემს ოჯახს: ჩემს საყვარელ ქმარსა და შვილებს.შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა ყველა. ვიყიდე ბევრი კარგი საჩუქარი, ავიღე თვითმფრინავის ბილეთი და სამშობლოში გავფრინდი. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ჩემს ოჯახს.მაგრამ, სამწუხაროდ,  ჩემი ჩამოსვლა განსაკუთრებით არავის გახარებია. არც არავინ შემხვდა აეროპორტში. მეგონა ყველა ძალიან დაკავებული იყო და ვერ მოიცალეს, მაგრამ ჩემი ქმარი სახლში დამხვდა. ჩამეხუტა, თუმცა რაღაცნაირად გაუცხოებული მეჩვენა, არც გახარებული ჩანდა.

მერე მოვიდა ვაჟი რძალთან ერთად. მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ დაქორწინება და უნდოდათ, რომ ქორწილი ძვირადღირებულ რესტორანში გადაეხადათ, შემდეგ კი თაფლობის თვეზე საზღვარგარეთ გაეტარებინათ. საქორწილო საჩუქრად ბინაც უნდოდათ. გამოიცანით ვის უნდა გადაეხადა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მე!საძინებელში რომ შევედი, ძალიან გამიკვირდა – იქ ქალის ბევრი ნივთი ეწყო. ქმარმა მითხრა, რომ ეს ჩვენი ქალიშვილის ნივთები იყო. ღამით ცუდად მეძინა. მეგონა, სულ სხვანაირად შემხვდებოდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ჩამოსვლა არავის უხაროდა.ქალიშვილმა მომწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო და საერთოდ არ მოსულა.

მეორე დღეს ქალაქში სასეირნოდ გავედი და ერთ ჩემს ნაცნობს შევხვდი. სწორედ მან მითხრა მთელი სიმართლე.თურმე ჩემი წასვლიდან უკვე სამი თვეში ქმარმა სხვა ქალი მიიყვანა სახლში და მასთან ერთად ცხოვრობდა ჩვენს ბინაში. ჩემი ქალიშვილი და ვაჟი საერთოდ აღარ მუშაობენ, მშვენივრად ცხოვრობენ იმ ფულით, რასაც მე ვუგზავნი.

სწორედ მაშინ მივხვდი, რატომაც არ გაუხარდა არავის ჩემი ჩამოსვლა: ფულს ვიღა გამოუგზავნიდა? ნივთები ჩავალაგე და წავედი. სად? ისევ იტალიაში… ფულს შევაგროვებ და ვიყიდი ბინას! ჩემმა შვილებმა და ქმარმა კი იცხოვრონ როგორც უნდათ.დაე, ბავშვები სამსახურში გავიდნენ და იშრომონ. საკმარისად ვიმუშავე მათთვის, უკვე ზრდასრულები არიან! ამდენი წელი ვიწვალე მათ სასიკეთოდ და ეს მივიღე მადლიერების ნიშნად. მათ მხოლოდ სხვისი ფულის დახარჯვა იციან. ახლა ეცადონ ფულის გამომუშავებას დამოუკიდებლად…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს