ქორწილში ძალიან ცოტა ფული შემოვიდა. არადა იმდენი დავხარჯეთ, კრედიტიც კი ავიღეთ.

0
11376

ერთი თვის წინ გავთხოვდი. მე და ლაშას გვინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, ამიტომ დიდი ძალისხმევა, დრო და ფული დავხარჯეთ ჩვენი ქორწილის ორგანიზებაზე. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ქორწილი ნამდვილი დღესასწაული ყოფილიყო და ყველას დამახსოვრებოდა – ჩვენც და სტუმრებსაც.ყველაფერი გავაკეთეთ უმაღლესი სტანდარტებით: შევუკვეთეთ ელეგანტური რესტორანი შესანიშნავი მენიუთი, დავიქირავეთ თამადა და მუსიკოსები. ბუნებრივია, იყო პროფესიონალური ვიდეო და ფოტო გადაღება და რა თქმა უნდა, იყო მდიდრული საქორწილო ტორტი.

ბევრი სტუმარი გვყავდა მოწვეული. ზოგიერთმა თავად დაგვირეკა და ითხოვა ჩვენს ქორწილში მოსვლა.საკმაოდ დიდი ფული დავხარჯეთ, საბანკო სესხის აღებაც კი მოგვიწია ყველაფრის გადასახდელად და ამის შემდეგ სამოგზაურო ფულიც არ დაგვრჩა.ჩვენი სტუმრები დაგვპირდნენ, რომ ფულს მოგვცემდნენ და იმედი გვქონდა, რომ ქორწილში დახარჯულ თანხას დავიბრუნებდით. მაგრამ როცა საჩუქრად გადმოცემული კონვერტები გავხსენით, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, რადგან რესტორანში დახარჯული ფულიც კი ვერ დავიბრუნეთ

ძალიან საწყენი იყო: სტუმრები მოვიდნენ ჩვენს ქორწილში, მთელი დღე ჭამდნენ, სვამდნენ და საჩუქრად რაღაც კაპიკები გაიმეტეს.გარდა ამისა, ბევრი სტუმარი ღორივით დათვრა და ჩხუბი დაიწყო. ჩვენ ისე უხერხულად ვიგრძენით თავი, მეტი არ შეიძლებოდა.ამ დროს, ბევრმა სტუმარმა კონვერტები ისე გადმოგვცა, თითქოს იქ მილიონი იდო.იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სრულიად არასაჭირო საჩუქრები გვაჩუქეს: სუფრები, ჭურჭლის კომპლექტები, ხალიჩები, თეთრეული…

ახლა მე და ჩემს მეუღლეს საერთოდ აღარ გვინდა ჩვენი ნათესავების ნახვა. გვირეკავენ, სტუმრად უნდათ მოსვლა, მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ მათ ზარებს.ჯობდა პატარა ქორწილი გაგვეკეთებინა და მერე სამოგზაუროდ წავსულიყავით. ახლა კი ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ქორწილისთვის აღებული სესხი რაც შეიძლება სწრაფად დავფაროთ.ასე ჩაგვიშხამეს ჩვენმა ნათესავებმა ქორწილი…