ნაყოფიერი კურდღელი, 2023 წლის სიმბოლო სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ

2815

2023 წლის სიმბოლო აღმოსავლური კალენდრის მიხედვით შავი წყლის კურდღელია. ძალიან ლამაზი, კეთილი და ფუმფულა ცხოველია. ნუთუ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს ამ საყვარელმა პატარა კურდღელმა? Paparazzi გიამბობთ, რას უნდა ელოდოთ მომავალი წლისგან, რომელი ოცნებები და მიზნები აქტიურად განახორციელოთ და რომელი გადადოთ. დიადი კურდღელი საიდუმლოებებს ფარდას ხდის.

2023 წლის სიმბოლო აღმოსავლური კალენდრით – ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი 2023 წლის 22 იანვარს იწყება და 2024 წლის 9 თებერვალს სრულდება. ამ 12 თვის სიმბოლო საყვარელი კურდღელია. თან არა უბრალო, არამედ შავი წყლის კურდღელი. შავი ფერი ამტანობას და სიძლიერეს გვპირდება, რაც ყველა შესაძლო უპირატესობას აძლიერებს. წლის ყველა ციფრის შეჯამებით (2 + 0 + 2 + 3), წლის ციფრს, შვიდს მიიღებთ. სხვადასხვა რწმენაში ამ ციფრს ჯადოსნურად მიიჩნევენ. ციფრი 7 გვპირდება ახალი ცოდნის შეძენას, სასარგებლო უნარების აღმოჩენის სურვილს, სიბრძნეს, ინიციატივას, დახვეწილობას.

წლის მფლობელი, საყვარელი წყლის კურდღელი – 2023 წელი რომანტიკული ისტორიებით, ოჯახის შექმნით და შვილების დაბადებით მდიდარია. კურდღელი ხომ მოსიყვარულე და ნოყიერ არსებად ითვლება. თუ შვილების ყოლას არ აპირებთ, ამ პროცესისთვის მოემზადეთ. მაგალითად, სპეციალისტს მიმართეთ, საკუთარი ცხოვრების სტილს ან კვებას გადახედეთ, შესაბამისი წიგნები წაიკითხეთ. აღმოსავლურ ჰოროსკოპში კურდღლის ელემენტია ხე, ხოლო სტიქია – წყალი. მსგავსი კავშირი წარმატების და სტაბილურობის იმედს იძლევა. არ დაგავიწყდეთ, რომ კურდღელი მშვიდობისმოყვარე ცხოველია. კონფლიქტების ან გრანდიოზული უთანხმოების რისკები მინიმუმამდე მცირდება. გასაგებია, რომ უსიამოვნო სიტუაციებს სრულად ვერ გამორიცხავთ, თუმცა კეთილმოსურნე კურდღელი აგრესიის და სიბრაზის განეიტრალებაში დაგეხმარებათ. კურდღელი კეთილი ცხოველია, მაგრამ პატარა და სუსტი. გამოდის, რომ რთულ მოვლენებთან განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოთ. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და ვინმეზე წყენა, ბრაზი და აგრესია გულში არ ჩაიდოთ. ასე თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მომავალი წელი მიმართულია საინტერესო ექსპერიმენტებისკენ, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებას და ხასიათს ახლებურად შეხედოთ.

2023 წლის თემატური შეხვედრა – კურდღელი ოჯახისა და თბილი ნათესაური კავშირის სიმბოლოა, ამიტომ ახალ წელს ოჯახური საღამო მოაწყვეთ. მომავალი წლის სიმბოლოს უცნობ ხალხთან ხმაურიანი წვეულება არ მოეწონება. სახლს მეტი კურდღელი შემატეთ. მაგალითად, კარგია, თუ შავი კურდღელი თქვენს სახლში ცხოვრობს. ახალი წლისთვის სახლის გასაფორმებლად ნაძვის ხის სათამაშოები შეიძინეთ. სასაცილო კურდღლები გონივრულია. ახლობლების საჩუქრადაც გამოგადგებათ. თუ მინიმალიზმს აფასებთ, სადღესასწაულო ღამეს კურდღლის ნახატი ტელეფონის ეკრანზე დააყენეთ. სადღესასწაულო სუფრა ამ ფუმფულა ცხოველის გამოსახულების მქონე სალფეთქებით ან თეფშებით გააფორმეთ. გახსოვდეთ, რომ წყლის კურდღლის წელს კაშკაშად უნდა შეხვდეთ. ინტერიერს ბევრი ოქროსფერი, ყვითელი, ლურჯი, წითელი და ვარდისფერი შემატეთ. ეს ფერები წარმატებას, სიკეთეს და სიმდიდრეს მოიზიდავს. ხოლო ყავისფერ, ნაცრისფერ და შავ ფერს გვერდი აუარეთ.

2023 წლის კეთილი სიმბოლო – თემატური საახალწლო მენიუ მოამზადეთ. ბევრი ბოსტნეული, პარკოსანი და ხილი სიტუაციას გამოასწორებს. კურდღლის რაციონი საკმაოდ მარტივი და ნაკლებად კალორიულია, ასე რომ ოლივიეს თასი რამდენიმე თეფშით შეამცირეთ. წლის სიმბოლოს ფერის ხილი და ბოსტნეული გაიტანეთ. მაგალითად, ბადრიჯანი, მაყვალი და ლეღვი. კურდღელს ხორცი არ გაუხარდება. აი, გემრიელი ზღვის პროდუქტები მოეწონება. სტუმრებს თევზი, კრევეტი, ხიზილალა, ცივი ლაბა ან სხვადასხვა თევზის სალათი შესთავაზეთ. დესერტისთვის აზიური ტკბილეულობა მოამზადეთ. უჩვეულო და გემრიელი გამოვა. კურდღლის ახალი წელი თბილ და კომფორტულ ტანსაცმელში აღნიშნეთ. ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ აირჩიოთ (მუქის გარდა). წყლის კურდღელი თავისუფლებას განიჭებთ. თუმცა ცხოველის პრინტი, რთული ჩაცმულობა და ნატურალური ბეწვი დაივიწყეთ. ეს უკანასკნელი ნამდვილი მოდის ცუდი ტონია. ასეთი ჩაცმულობა კურდღელს დააფრთხობს, ხოლო ახალი წლის ღამეს პრობლემები არ გვჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს