2023 წლის მოდური ვარცხნილობა „მედუზა“, რომელიც განვლილი წლების ტვირთს მოგაშორებთ

0
1246

არასტანდარტული ვარცხნილობა „მედუზა“ Tik Tok–ს იპყრობს. მსოფლიოს ცნობილი სახეები ორიგინალურ jellyfish–ის საკუთარ თავზე ირგებენ და სხვებისთვის საინტერესო ტრენდს ქმნიან. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ვარცხნილობა ყველას არ მოუხდება. თამამი გარდაქმნისთვის თავდაჯერებული ქალი უნდა იყოთ და ცვლილებების არ გეშინოდეთ. Paparazzi ვარცხნილობის სამყაროში ახალი ტრენდის მთავარ საიდუმლოს გაგიმხელთ.

ვარცხნილობა „მედუზა“ – პირველ რიგში, გავარკვიოთ, რატომ შეარქვეს ვარცხნილობას ასეთი სახელი. პასუხი თვალსაჩინოა. მედუზასთან ვიზუალური მსგავსების გამო. ვარცხნილობა შედგება თავზე მოკლე სწორი თმისგან და გრძელი თმისგან, რომელიც კეფაზე და გვერდებზე რჩება. ეს ნამდვილი მედუზის ქუდს და საცეცებს წააგავს. ასეთი ვარცხნილობა სოციალური ქსელების აზიურ სეგმენტში ჯერ კიდევ 2021 წელს გამოჩნდა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ ახლა შემოვიდა. უფრო მეტიც, აზიაში ამ ვარცხნილობას „აზიურ მალეტს“ უწოდებენ. ვარცხნილობა მალეტიც თავზე მოკლე თმისგან და კეფაზე უფრო გრძელი თმისგან შედგება.

ნიკოლ კიდმანის ფოტოსესია – ნიკოლ კიდმანის უჩვეულო ფოტოსესიამ Perfect Magazine–ისთვის მედია აახმაურა. მსახიობი ფოტოგრაფის ობიექტივში თმას თავად იჭრიდა. წინ ნიკოლს უჩვეულო კარე აქვს, მაგრამ უკან გრძელი თმა დარჩა. მოდელის თმაზე პასუხისმგებელი იყო ვარცხნილობის სტილისტი ევანი ფრაუსტო, რომელიც ადრე მუშაობდა კენდალ ჯენერთან, ბელა ჰადიდთან და ჰეილი ბიბერთან. უნდა ითქვას, რომ ბიჭმა ეპატაჟური იმიჯის შექმნას თავი შესანიშნავად გაართვა. ფოტოსესიამ არა მხოლოდ უჩვეულო ვარცხნილობით, არამედ კიდმანის „შიშველი“ კაბით გაგვაოცა. მსახიობი გახვეული იყო ქსოვილში, რომელზეც შიშველი სხეული იყო დახატული. ეფექტურად გამოიყურებოდა, სიმართლეს ვერ დავმალავთ. გარდა ამისა, კიდმანმა 55 წლის ასაკში უნაკლო ფიზიკური ფორმა გვაჩვენა. ნეტავ, ამ ასაკში ყველა ასე გამოიყურებოდეს. ნიკოლი უბრალოდ საოცარია.

კოსმოსური jellyfish – მედუზას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ვთქვით, ასეთი ვარცხნილობა მოუხდება მას, ვისაც ბრბოდან გამოყოფა და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. გარდა იმისა, რომ თავს უჩვეულო ვარცხნილობა დაამშვენებს, კაშკაშაც უნდა იყოს. გრძელი თმა ყველა შესაძლო ფერში შეგიძლიათ შეიღებოთ. ფავორიტი ფერები: ვარდისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი, წითელი, იისფერი და მწვანე. ამ ვარცხნილობის მთავარი უპირატესობა სიმარტივეა. მრავალსაათიანი დავარცხნა და თავის დაბანის რთული პროცესი საჭირო არაა. ვარცხნილობას „მედუზა“ თავის დაბანა და ფენით გაშრობა ყოფნის. გასაგებია, რომ თუ თმა ძალიან თხელი და იშვიათია, მოცულობის დამატება და სტაილინგის გამოყენება მოგიწევთ. Jellyfish როგორც შეღებილ, ასევე შეუღებავ თმაზე საყვარლად გამოიყურება. მრავალფენიანი სტრუქტურის გამო თმას მოცულობას მატებს, რაც პატარა და გამხდარი სახის მფლობელების სასარგებლოდ თამაშობს. ექსპერიმენტები არ შეწყვიტოთ. სტილს ხუჭუჭა, საინტერესო ნაწნავი ან თმის აქსესუარი შემატეთ.

ვარცხნილობა მედუზა მოდის სამყაროს იპყრობს – ბევრი ქალი თვლის, რომ უჩვეულო ვარცხნილობა ძალიან სარისკოა. „ეს მედუზა რომ მომბეზრდეს? რა გავაკეთო? თმას უკან ხომ ვერ მივიკერებ?“ – გვხვდება კითხვები. გარწმუნებთ, რომ ასეთ სიტუაციაშიც გამოსავალი არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ უკან დაბრუნება გსურთ. საინტერესო jellyfish ელეგანტურ კარედ, საყვარელ ბობად ან ნაზ პიქსად მარტივად შეგიძლიათ გადააკეთოთ. მოკლე თმის ვარცხნილობის დიდი არჩევანია. კაშკაშა ფერი მშვიდით ჩაანაცვლეთ და ყველა კმაყოფილი დარჩება. ალბათ, ექსცენტრიული მედუზის გარდა. მათ მავნე და მკბენარ არსებად ტყუილად მიიჩნევენ. ვარცხნილობა მედუზას გარეგნობის მოტივით მალულად დაგიჭერთ და თქვენს გულში მოხვდება.