ცოლად გავყევი ბევრად უფროს მამაკაცს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე გავიგე, რომ შვილის მეგობრები მას ბაბუას ეძახდნენ.

34949

მე მქვია ნინო. მე და ჩემს მეუღლეს მართლაც ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა გვაქვს – 18 წელი. მაგრამ ძალიან მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, მაინც დავქორწინდითნიკოლოზი რესტორანში გავიცანი. მე მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, ის კი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. დანახვისთანავე სუნთქვა შემეკრა, ის ისე მომეწონა და ფაქტიურად, ერთი ნახვით შემიყვარდა. ისე ვუყურებდი, რომ მაშინვე შეამჩნია და საცეკვაოდ და მპატიჟა. მის გვერდით თავს დედოფლად ვგრძნობდი. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ თავისუფალი იყო – ის ორი წლის წინ დაშორდა ცოლს.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი მთავარი კოზირი – ახალგაზრდობა და მომეპოვებინა ის.ნიკოლოზსაც მოვეწონე და პაემანზე დამპატიჟა. უსაზღვროდ  ბედნიერი ვიყავი!შეხვედრისას ყვავილების უზარმაზარი თაიგული გადმომცა და რესტორანში ისეთი კერძებით გამიმასპინძლდა, რომელიც აქამდე არც კი გამიგია. თურმე მთელი ცხოვრება მეზღვაური იყო, ცოლი ღალატობდა და ამიტომ დაშორდნენ. დანაზოგი თანხით ახალი საქმე წამოიწყო და წარმატებები ჰქონდა. ახლა ის თავისუფალი და მდიდარი იყო.ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები, შემდეგ კი მთხოვა, მისი ცოლი გავმხდარიყავი.მაშინვე დავთანხმდი. თუმცა, დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

  • შვილო! არ გაჰყვე ცოლად, ის შენზე ბევრი წლით უფროსია! შენ არ იქნები ბედნიერი მასთან. უნდა დაქორწინდე საყვარელ ადამიანზე, თუნდაც ღარიბზე, მაგრამ თანატოლზე!არავის ჯეროდა, რომ მე ნამდვილად მიყვარდა ნიკოლოზი, არც ჩემს მეგობრებს და არც მშობლებს.ჩვენ მაინც დავქორწინდით. მე 22 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი 40-ის. ერთხელაც არ მინანია ეს ნაბიჯი. ერთად ვიმოგზაურეთ ბევრ ქვეყანაში, მქონდა საუკეთესო ტანსაცმელი, სამკაულები და სხვადასხვა ნივთები.

ხანდახან იგრძნობოდა ასაკობრივი სხვაობა და ყოველთვის არ გვესმოდა ერთმანეთის, მაგრამ საერთო ჯამში, კარგად ვიყავით.შემდეგ კი ვაჟი შემეძინა. ნიკოლოზი ძალიან ბედნიერი იყო ამით. არაფერი რომ არ მოგვკლებოდა, კიდევ უფრო აქტიურად მუშაობდა,  მაგრამ ბევრი უსიამოვნებისა და სტრესის გამო ძალიან სწრაფად დაიწყო დაბერება და დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები. პრობლემები გაჩნდა ინტიმურ სფეროშიც,ჩემს ქმარს ექიმებმა დიეტა დაუნიშნეს: ფაფა და კეფირი. მშურდა ხოლმე ჩემი დაქალების, რომლებიც თავიანთ ფოტოებს აქვეყნებდნენ ინტერნეტში თანატოლ ქმრებთან ერთად.

ყველაფერი მქონდა, მაგრამ გვერდით უკვე მოხუცი მამაკაცი მყავდა და ამის შეცვლა აღარ შემეძლო.ერთ დღესაც ჩვენი შვილი, რომელიც პირველ კლასში სწავლობდა, მეგობრებთან ერთად მოვიდა სახლში. ქმარი გამოვიდა და მათ რაღაც გაეხუმრა. ბიჭებმა ბევრი იცინეს და ერთ-ერთმა უთხრა:

  • რა მხიარული ბაბუა გყავს!
  • ბაბუა არ არის! ეს მამაჩემია!
  • შეუძლებელია! ასეთი მამები არსებობენ? ჭაღარათმიანი და თეთრი წვერით მე ბაბუა მყავს! – გაუკვირდა ბიჭს.
  • არსებობენ! – უპასუხა ბავშვმა.

შემეცოდა ჩემი ქმარი. ის ხედავს და გრძნობს ყველაფერს. მისი თვალები ძალიან სევდიანი იყო იმ წუთში. ძალიან ვდარდობ მასზე.Რა უნდა გავაკეთო? არ მინდა ნიკოლოზს რამე ეწყინოს, როგორ ჯობია მოვიქცე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს