რთულ დროში ვცხოვრობთ. ყველა დედა ნერვიულობს, რომ მისი შვილი კარგად იყოს. ასეთ მომენტებში დახმარებას და მფარველობას უფალს ვთხოვთ. დედის ძლიერი ლოცვა შვილებს უსიამოვნებებისგან დაიცავს. დედის სიტყვა ხომ ძლიერი თილისმაა. Paparazzi ძლიერი ლოცვის ტექსტს გიზიარებთ.
დედის ძლიერი ლოცვა – ცნობილია, რომ დედის ლოცვას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ყველაფერი იმიტომ, შვილების მიმართ სიყვარული უანგაროა. დედა მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ პატარა დაიცვას და დაიფაროს. სწორედ ამიტომ, დედის ლოცვა და კურთხევა წარმოუდგენელ ძალას ფლობს. ამბობენ, რომ უფალი ყველა დედის ლოცვას ისმენს. აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ მისი ნება იქნება. ლოცვაში მთავარია არა სიტყვები, არამედ რას დებთ მასში. უფალს კეთილი განზრახვით მიმართეთ. თუ თქვენი შვილი საშინელ საქმეებს აკეთებს და დახმარებას სთხოვთ, უფალი თქვენს თხოვნას არ შეისმენს. შეგიძლიათ შესთხოვოთ, რომ შვილი სწორ გზას დაუბრუნდეს. აი, დამნაშავეები, რომლებიც დანაშაულს არ ნანობენ, დედის ლოცვაც ვერ გადაარჩენს. ლოცვამდე გონება და გული გაიწმინდეთ. შვილზე იფიქრეთ და იმაზე, რა გსურთ. რეგულარულად ილოცეთ და რწმენა არ დაკარგოთ. ღვთისმშობელს, იესო ქრისტეს და უფალს დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ. წმინდა სამების ან მფარველი ანგელოზის მიმართაც შეგიძლიათ ილოცოთ. წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედიც ყოველთვის მოგისმენთ. ის კეთილი და მწყალობელია. როგორც ეკლესიაში, ასევე სახლში შეგიძლიათ ილოცოთ.
ლოცვა ღვთისმშობლისადმი
„ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედისათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველითა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა შინა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელთასა, ევედრე უფალსა ჩემსა და ძესა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელი საცხოვრებლად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომელობასა შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შენთა, ამინ.“
ლოცვა უფლისადმი
„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ისმინე უღირსისა მონისა შენისა (სახელი). უფალო, მოწყალისა ხელმწიფებასა შენისა ქვეშე არიან შვილნი ჩემნი, მონანი შენნი (სახელი). შეიწყალენ და აცხოვნენ იგინი სახელისა შენისათვის. უფალო შეუნდვენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ქმნულნი წინაშე შენსა. უფალო, წარუძეღ მცნებათა შენთა ჭეშმარიტსა გზასა ზედა და განანათლე გონებანი მათნი ნათლითა ქრისტესისა საცხოვნებელად სულისა და საკურნებალად ხორცისა. უფალო, აკურთხე იგინი სახლსა შინა, სასწავლებელსა, გზასა და ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისასა. უფალო, დაიცვენ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა წმიდასა ფრინავისაგან ტყვიისა, ისრისა, მახვილისაგან, სამსალისა, ცეცხლისა, სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან და მოულოდნელისა სიკვდილისა. უფალო, გარეშემოზღუდე იგინი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოველთა განსაცდელთა, სიბოროტეთა და უბედურებათაგან. უფალო, განკურნე იგინი ყოველთა სნეულებათაგან, განწმიდნე ყოველთაგან სიბილწეთა და ულხინე სულიერთა ვნებათა შინა. უფალო, მიჰმადლე მათ მადლი სულისა შენისა წმიდისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, სიმრთელე და უმანკოება ყოველსა შინა კეთილმსახურებასა და სიყვარულსა მშვიდობის თანა ახლობელთა და შორებელთა მიმართ. უფალო, განამრავლე და განამტკიცე გონებითნი ნიჭნი და ხორციელნი ძალნი მათნი ბოძებულნი შენ მიერ, კურთხევა შენი ღვთისმოშიშებითსა და უკეთუ სათნო შენდა არს, ოჯახებრივსა ცხოვრებასა და ურცხვენელსა შვილთსხმასა მათსა ზედა. უფალო, მომეც მე უღირსსა და ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) შვილთა ჩემთა და მონათა შენთა ზედა კურთხევა მშობლიური ამჟამინდელსა ცისკარსა (დილასა), დღესა და ღამესა შინა სახელისა შენისათვის, რამეთუ საუკუნო, ყოვლისა შემძლებელ და ყოვლადძლიერ არს მეუფება შენი, ამინ.“
ძლიერი ლოცვით უფალს შვილების მფარველობა შეგიძლიათ შესთხოვოთ. ახლა თქვენი შვილების კურთხევა მნიშვნელოვანია. დედის ამოცანა ხომ ნებისმიერი მეთოდით შვილების დაცვაა. იმედი გაქვს, რომ ბნელი დღეები გაივლის და არც ერთ დედას შვილების ტანჯვის ხილვა არ მოუწევს.