ყველა წყვილი ვნებიან ურთიერთობაზე ოცნებობს. სინამდვილეში, ყოველთვის ასე არაა. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ამა თუ იმ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. ცნობილია, ვინ რომელ ნიშანს შეეფერება ყველაზე მეტად. Paparazzi ამ პიკანტური თემის ყველა დეტალს გიზიარებთ.
ვნება ურთიერთობაში – ასტროლოგები თვლიან, რომ ერთი სტიქიის ან მისი მონათესავე ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს საუკეთესოდ შეეთავსებიან. მაგალითად, მიწის ნიშნები წყლის ნიშანთან თავსებადია, ხოლო ცეცხლის ჰაერთან. წყვილს შორის ნამდვილი ვნება მაშინ ჩაღდება, როცა ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშანი ერთმანეთს ხვდება.
- ვერძი და მორიელი შესანიშნავი მაგალითია. ორივეს ცეცხლოვანი მარსი მართავს. როცა ამ ნიშნებით დაბადებული ადამიანები ხვდებიან, მათ შორის ნაპერწკლები იფრქვევა. ურთიერთობა სწრაფად და მგზნებარედ ვითარდება. სასიყვარულო საქმე იმდენად კარგია, რომ ერთი შეხედვით მათ ბედნიერებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ასეთ კავშირში მალე პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. ურთიერთობაში ზედმეტად ბევრი სითბოა.
- სასწორი და თევზი სიყვარულის ოკეანეში ცურავენ. ურთიერთობას ზედმეტად აიდეალებენ. თითოეული მზადაა, რომ მეორეს თავი მოაწონოს და დაუმტკიცოს, რომ მისი გრძნობა და განზრახვა სერიოზულია. სინამდვილეში ორივეს სირთულეები აშინებს და ერთმანეთთან სერიოზული ურთიერთობა არ შეუძლიათ.
- ლომი და კურო წყვილია, რომელსაც თითქოს საკუთარი გრძნობები ეხსნება. ის შემთხვევაა, როცა შეყვარებულები არაფერს ერიდებიან, ერთმანეთს საჯაროდ კოცნიან და თვალებით ჭამენ. ჯიუტები არიან. ერთად დიდხანს ვერ იცხოვრებენ, რადგან საკუთარი ჩვევა და ცხოვრების წესი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია.
- მშვილდოსანი და ქალწული ერთმანეთს აბალანსებენ, ამავდროულად ერთმანეთი შეიძლება გააგიჟონ. კაცი მშვილდოსანი ქალ ქალწულს ათავისუფლებს, ის კი პარტნიორს საჭირო მიმართულებას აძლევს, უკეთესობისკენ ცვლის. ვნებიანი ურთიერთობა შეიძლება ქორწილით დასრულდეს. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, თუ შეყვარებულები ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობენ.
- თხის რქა და მერწყული სატურნის მმართველობის ქვეშ არიან. პირველი ტრადიციების დამცველი, კონსერვატორია. მეორე, მეამბოხე. კლასიკური შემთხვევაა, როცა ურთიერთსაპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ და ვნებით სავსე უნიკალურ სასიყვარულო კავშირს ქმნიან.
- კირჩხიბის და ტყუპების ურთიერთობა ამერიკულ ატრაქციონს ჰგავს. ორივე ხშირად ცდილობს, რომ საკუთარ ემოციებს გაუმკლავდეს, ამასთან ერთმანეთს ავსებენ. სიახლოვის საკითხში დინებას მიჰყვებიან და მეორე ნახევრის სურვილების მოსმენას ცდილობენ.
- როცა მერწყულს და მორიელს ერთმანეთი უყვარდებათ, ხვდებიან, რომ ჯეკპოტი მოიგეს. როგორც იქნა, იპოვეს ადამიანი, რომელიც ნამდვილად უგებს. ამის წყალობით ახლოვდებიან. ამავდროულად, უთანხმოების პერიოდში საერთო აზრამდე მისვლა უჭირთ. ისინი კომპრომისის პოვნისთვის მზად არ არიან.
- მეგობრული და გულახდილი სასწორი მორიელს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. ეს მომგებიანი კავშირია, სადაც თითოეული თავს კომფორტულად გრძნობს. და მაინც, პრობლემებს ვერ გაექცევით, რადგან სასწორი მორიელის სიცივისა და თავშეკავებულობისთვის მზად არაა.
- ვერძი თავს გმირად გრძნობს, ხოლო კირჩხიბს დაცვა და შველა სჭირდება. ეს ურთიერთობა დადებითად განვითარდება, სანამ ვერძი მიხვდება, რომ მეორე ნახევარი მასზე ემოციურად დამოკიდებულია.
- თევზებს და მშვილდოსანს ბევრი საერთო აქვთ. მათ კავშირს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, რადგან ერთმანეთის ნაკლოვანებებზე მორგება შეუძლიან. როცა მათი ცხოვრებისეული პრინციპები ერთმანეთს არ ემთხვევა, პრობლემები იწყება. ვნება კავშირის შენარჩუნებას ხელს ვერ უწყობს და მალე ურთიერთობა მთავრდება.
რედაქციის რჩევა – როგორც ხედავთ, ვნება შეყვარებულებს ძლიერი კავშირის შექმნაში ყოველთვის არ ეხმარება. ეს მხოლოდ წამიერი გრძნობაა, რომელიც ზოგჯერ ძალიან რთულია. ასეა თუ ისე, არა მგონია, რომ პარტნიორის არჩევისას მისი ზოდიაქოს ნიშანი უნდა გაითვალისწინოთ. უფრო მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანია.